"ბლექბერნს" ბენდტნერი უნდა

AutoSharing Option
"ბლექბერნი" ზაფხულში "არსენალის" თავდამსხმელის ნიკლას ბენდტნერის ყიდვას აპირებს. საინტერესოა, რომ "ბლექბერნი" პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას, მაგრამ მისი ინდოელი მეპატრონეები მაინც დიდ გეგმებს სახავენ.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ "მდინარისპირელები" აცხადებდნენ, რომ ბრაზილიელი კაკას შეძენა სურთ. მანამდე კაკას თანამემამულე რონალდინიოს ყიდვის მცდელობა ჰქონდათ და ამერიკიდან დევიდ ბექჰემის ჩამოყვანაზეც კი ლაპარაკობდნენ. მიმომხილველები წერენ, რომ ბენდტნერის ვარიანტი "ბლექბერნისთვის" უფრო რეალისტურია.

ბენდტნერის სანაცვლოდ ინდოელები 15 მილიონი ფუნტსაც არ იშურებენ. როგორც ამბობენ, ფორვარდისთვის არც მაღალი ხელფასის დანიშვნა იქნება პრობლემა, ასე რომ ერთადერთი პრობლემაღა დარჩა -
ინდომებს კი ბენდტნერი "არსენალიდან" უფრო დაბალი პროფილის კლუბში გადასვლას?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული