შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი მერსისაიდიდან ლონდონში იანვარში, სატრანსფერო სეზონის დახურვის დღეს გადაბარგდა, უფრო სწორედ კი გაიქცა. "ლურჯების" მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა მასში ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხა, 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ბედის ირონიით "ელ ნინიოს" პირველივე შეხვედრამ თავისი ყოფილი გუნდის "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწია. თავად ტრანსფერმა და ასეთმა დამთხვევამ ლივერპულში ბევრი გააბრაზა. ფანებმა მელვუდის საწვრთნელ ბაზასთან მისი ნომრიანი მაისურაც კი დაწვეს.
"არ მინდოდა "მანჩესტერ
მერედა, განა მე ვიყავი პირველი, ვინც "ენფილდ როუდი" დატოვა? გაიხსენეთ ხაბი ალონსო, ხავიერ მასკერანო, ალვარო არბეოლა, ალბერტ რიერა და თუ გინდათ თავად მწვრთნელი რაფა ბენიტესი. კარგად რომ დავთვალოთ, 20-30 კაცი წავიდა და მიზეზი ყველას ერთი ჰქონდა, თავისი კარიერის გაუმჯობესება უნდოდათ.
თავიდან "ლივერპულიდან" წასვლაზე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ "ჩელსის" მატარებელმა ისე ახლოს ჩამიარა, რომ შეუძლებელი იყო, არ შევმხტარიყავი. რატომ? იმიტომ, რომ ტიტულის მოგებაზე ვოცნებობდი. მინდა პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდე და ვიფიქრე, რომ "ჩელსის" შემადგენლობაში ამას უფრო შევძლებდი".
მოგეხსენებათ, ესპანელ ფეხბურთელს "ჩელსისთან" შერწყმა გაუჭირდა. ის არა მარტო მოედანზე ჩანდა დაბნეული და დამფრთხალი, არამედ, როგორც ირკვევა ლონდონშიც.
"რამდენიმე კვირა ძალიან გამიჭირდა - გულახდილობს ტორესი - ჯერ ერთი ქალაქი არ ვიცი, მეორეც ბინა მქონდა საშოვნელი, ოჯახი უნდა დამებინავებინა... მოკლედ, გვარიან არეულობაში ამოვყავი თავი. ლონდონის ლივერპულთან შედარება არც შეიძლება, ის გაცილებით დიდი ქალაქია და მასთან შეგუება ორმაგად ძნელია. შინიდან ვარჯიშზე მისვალს 40 წუთი ვუნდები. ხანდახან, თუ "საცობებია", მეტ ხანსაც... მაგრამ მე ვიცი, პრემიერლიგაში ჩემი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის. ამაში ეჭვი არ მეპარება.
ამწუთას, ყველაზე მეტად დამშვიდება და სასიამოვნო ფიქრებზე გადართვა მჭირდება. ახალი ცხოვრებით კმაყოფილება უნდა მივიღო. "ჩელსის" ჯერ კიდევ შეუძლია როგორც პრემიერლიგის ჩემპიონობა ასევე ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. ოთხი კვირის წინ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, ახლა კი ტიტულებზე ხმამაღლა ვლაპარაკობ.
მე ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგე, მაგრამ ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვო იმ კლუბთან ერთად, რომელშიც თამაშობ. მართალია შინიდან შორს ვარ, მაგრამ "ჩელსი" ის გუნდია, რომელიც გამარჯვების შანსს მაძლევს. შემდგომი 50 წლის განმავლობაში ის "არსენალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად უმაღლესი ჯილდოებისთვის იბრძოლებს".