„არსენალის“ ყოფილი მცველი ტონი ადამსი ამბობს, რომ ინგლისელი მწვრთნელისთვის სიგიჟე აზერბაიჯანში წასვლა კი არა, პრემიერლიგაში მუშაობაა. ადამსი არ ნანობს სამშობლოდან ძალიან შორს, კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში რომ წავიდა. 44 წლის სპეციალისტმა ინტერვიუში განაცხადა:
„რომ გაიგეს აზერბაიჯანში მიდისო, ინგლისში ბევრმა გიჟად ჩამთვალა, მაგრამ მე თუ მკითხავთ ნამდვილი სიგიჟე სწორედ პრემიერლიგაში დარჩენაა, სადაც ყოველ ორ წუთში ერთ მწვრთნელს ხსნიან“.
შეგახსენებთ, რომ „უაიკომბისა“ და „პორტსმუთის“ ყოფილი თავკაცი დღეს „გაბალას“ წვრთნის.
„ეს სწორედ ისეთი სამუშაოა, როგორზეც მე ვოცნებობდი — განაგრძობს ადამსი — აქ მარტო მწვრთნელი
მაგრამ, 2013 წელს ტონი ადამსს „გაბალასთან“ კონტრაქტის ვადა გასდის და ის ინგლისში აპირებს დაბრუნებას.