„ენფილდ როუდზე“ ლივერპულელი ჯეიმი კარაგერი მანჩესტერელ ნანის რომ ეუხეშა ყველას გეხსომებათ. მას მერე დრო გავიდა და ნანიც უკვე დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ პორტუგალიელი კარაგერის პატიებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ნანიმ უშუალოდ თამაშის შემდეგაც არ მიაქცია მოსაბოდიშებლად მისულ კარაგერს ყურადღება — ყავარჯენზე დაყრდნობილი ავტობუსში ავიდა.
„მე არ ვიცი რა ჩანაფიქრი ჰქონდა კარაგერს, მაგრამ ის რაც მან გააკეთა ფეხბურთთან არანაირ კავშირში არ იყო. თამაშის შემდეგ ბოდიშის მოსახდელად მოვიდა, მაგრამ ამის გუნებაზე არ ვიყავი. ამ მოთამაშეს უკვე მეორედ გამოვყავარ წყობიდან. ის ყოველთვის უხეშიბს. წინაზე
ბოლოს და ბოლოს დროა, მსაჯებმა სამართლიანად შეაფასონ ესა თუ ის ეპიზოდი. როდესაც უხეშ ფეხბურთელს წითელი ბარათი ეკუთვნის, არ უნდა დაინდონ. მისცემენ დისკვალიფიკაციას, გამოტოვებს თამაშს და შემდეგზე უფრო ფრთხილად მოიქცევა“.
თუ კარაგერისა და ნანის 6 მარტის ეპიზოდი გახსოვთ, ისიც გეხსომებათ, რომ პორტუგალიელი საკმაოდ თეატრალურად მოიქცა, რამაც მაყურებლის ერთ ნაწილს ეჭვი გაუჩინა, რომ სინამდვილეში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ მანჩესტერელი ამბობს, რომ როდესაც ფეხს დახედა, გულს შემოეყარა. ეგონა, რომ მისთვის სეზონი დასრულდა.
„ფეხს პირველად რომ დავხედე ვიფიქრე ჩემთვის სეზონი დამთავრდა მეთქი და ამიტომ ვტიროდი. შემდეგ, ექიმმა დამხედა და დამამშვიდა, იღბლიანი კაცი ყოფილხარ, რამდენიმე ნაკერს დაგადებს და ორ-სამ კვირაში ისევ მოედანზე იქნებიო. სინამდვილეში კი, როგორც ნახეთ, კიდევ უფრო მალე გამოვჯანმრთელდი და ამან თვით ექიმიც კი გააკვირვა“.