"მანჩესტერ სიტი" ფეხბურთელებს კიდევ იყიდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ტრანსფერებზე კიდევ მუშაობს, მაგრამ სასურველი ფეხბურთელებისა და მათი კლუბებისადმი პატივისცემის ნიშნად მეტს ვერაფერს იტყვის.

"სიტიმ" უკვე დაიმატა ბრაზილიელი მეკარე ედერსონ მორაეში, მისი თანამემულე ნახევარმცველი დუგლას ლუიზი, პორტუგალიელი ბერნარდო სილვა და "ტოტენჰემიდან" წაიყვანა კაილ უოკერი. ბოლო მოთამაშის გარდა, დანარჩენი ძალიან ახალგაზრდები არიან და პეპიც იმას ამბობს, რომ ეს უფრო მომავალზე გათვლაა, ჩვენ კი ჩამოყალიბებული და გამოცდილი მოთამაშეებიც გვჭირდებაო.

"ისინი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და მომავალში 3, 4, 5 და შეიძლება 6
წელიწადზე გათვლით უნდა ვიფიქროთ. დანილოსა და მენდის რაც შეეხება, რადგან მეკითხებით გეტყვით, რომ კარგი ფეხბურთელები ყველას აინტერესებს. ვნახოთ, რა მოხდება ატრანსფერო ბაზარზე" - განაცხადა პეპმა.

დანილოში "სიტის" "ჩელსი" და "იუვენტუსიც" ეცილებიან. მადრიდის "რეალის" უკანახაზელი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და 26 წლის ბრაზილიელი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. მსურველები არც "მონაკოს" მენდის აკლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული