კურტ ზუმა - ახალი კონტრაქტი "ჩელსიში" და ერთი წელი "სტოკში"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 22 წლის ცენტრალური მცველი კურტ ზუმა, მომდევნო სეზონში, "სტოკ სიტიში" ითამაშებს. კლუბებმა ერთწლიან არენდაზე შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურეს.

"ჩელსიმ", სანამ ფრანგ უკანახაზელს გაანათხოვრებდა, სამომავლოდ მის შენარჩუნებაზეც იზრუნა და ფეხბურთელთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფომრა.

ზუმა ერთ-ერთია "ჩელსის" იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც გუნდს ჩინურ ტურნეში არ გაჰყვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ის, 2017/18 წლების სეზონისთვის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის.

- "ჩელსი" ახალი სეზონისთვის კოშტას, მატიჩისა და ზუმას გარეშე მოემზადება


კურტ ზუმა "ჩელსიში" 2004 წლიდან ირიცხება. ლონდონელთა მაისურით მან 71 თამაში
ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული