ისე, ამ შეხვედრაში მოედანზე არანაკლებ საინტერესო ამბები ლოჟაში ხდებოდა. ჯერ ერთი ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო და „იუნაიტედის“ კაპიტანი რიო ფერდინანდი ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ (გეხსომებათ, რა ამბავი ატყდა როდესაც კაპელომ ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჯონ ტერის ფერდინანდის დაუკითხავად გადასცა) და მეორე - „იუნაიტედის“ სექტორიდან თამაშს დინეცკის „შახტარის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დუგლას კოსტა ადევნებდა თვალს. მისი ყიდვა მანჩესტერელებს უკვე მეორე წელიწადია უნდათ.
თუმცა, ლოჟაში მთავარი ფიგურა მაინც სერ ალექს ფერგიუსონი იყო, რომელმაც ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაციის მოხდა დაიწყო. იქ, ტრიბუნაზე „იუნაიტედის“ თავკაცს ვერავინ უსაყვედურებდა იმის გამო, რომ შეხვედრის დასაწყისში, როდესაც ხავიერ ერნანდესის დარტყმული გერი კეჰილის მკლავს მოხვდა, მან მსაჯ ენდი მარინერის გადაწყვეტილება გააპროტესტა - ფერგი პენალტს ითხოვდა.
ზემოთ ევანსის უხეშობა ვახსენეთ. მატჩის შემდეგ „ბოლტონის“ მწვრთნელმა ოუენ კოილმა თქვა: „სტიუარტ ჰოლდენი საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. მას მუხლზე ჭრილობა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ეს ჭრილობა ზედაპირულია“.
ევანსი რომ გასაგდები იყო, ფერგიუსონმაც აღიარა: „ორივე მოთამაშე ბურთისკენ აწეული ფეხით წავიდა და ევანსმა იმ ბიჭს ჩაარტყა. განზრახ არაფერი მომხდარა, მომხდარა, მაგრამ როდესაც ფეხს ასე სწევ, უკვე სახიფათოდ თამაშობ და ამ ეპიზოდის გამო მსაჯთან სასაყვედურო არაფერი მაქვს“.
და რა ქნა ამ დროს „იუნაიტედის“ მთავარმა კონკურენტმა „არსენალმა“? მხოლოდ და მხოლოდ ფრედ ითამაშა. ეს ვესტ ბრომვიჩში მოხდა, სადაც თავიდან მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. ერთი სიტყვით, „ქარლინგის თასის“ ფინალში „ბირმინგემთან“ წაგების შემდეგ „მეთოფეების“ საქმე სულ უკან და უკან მიდის. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ასე თქვა:
„ცუდ მოედანზე მოგვიწია თამაშმა. ასეთ საფარზე ბურთის სწრაფად გათამაშება ძნელია, ასეთ დროს კი აქცენტი მტკიცე ხასიათსა და დაჟინებაზე უნდა გაგვეკეთებინა. როგორც ნახეთ, ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით და ორბურთიანი ჩამორჩენა გამოვასწორეთ. თეორიულად ცხრილში კიდევ ორი ქულის ჩაწერა შეგვეძლო, ფსიქოლოგიურად კი არაფერი დაგვიკარგავს, პირიქით, ქულა შევიძინეთ. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რაც არ უნდა მოხდეს დაკარგული მაინც არაფერი იქნება, მეთქი. მას მერე, რაც ბოლო დროს გადაგვხდა, გონს მოსვლა ადვილი საქმე არ იყო“.
ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „ვესტ ჰემს“ ვერ მოუგო, არადა ეს შეხედრა ორივე გუნდისთვის აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. ფრე „სფურზისთვის“, ოთხეულში მოსახვედრად, კარგი შედეგი, რასაკვირველია, არ იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჰარი რედნაპის ბიჭებმა ცდა არ დააკლეს. მაიკლ დოუსონმა, გარეთ ბეილიმ და აარონ ლენონმა ძელს მოარტყეს ბურთი ჯერმაინ დეფომ კი რამდენიმე ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. დიდებულად ითამაშა „ვესტ ჰემის“ მეკარე რობერტ გრინი.
და მაინც, რატომ ვერ მოიგეს „დეზებმა“? სტატისტიკა გვეუბნება, რომ ამ სეზონში მათ ჩემპიონთა ლიგის ექვსი შეხვედრის შემდეგ ვერ გაიმარჯვეს პრემიერლიგაში, რაც გამოუცდელობის ბრალი უნდა იყოს. ორ დიდ შეჯიბრებაში ძალთა განაწილებას ცოდნა და მიჩვევა უნდა.
მატჩის შემდეგ რედნაპმა დეფო დაიცვა. მწვრთნელმა თქვა, რომ თამაშის წინა ღამეს თავდამსხმელს ბებია თუ პაპა გარდაეცვალა.
„ჩვეულებრივ მას ასეთი მომენტებიდან გოლები გააქვს - თქვა მწვრთნელმა - ოჯახური ტრაგედია, რომ არ ჰქონოდა, რასაკვირველია ახლაც გაიტანდა. მართალი გითხრათ ვფიქრობდი კიდეც, მეთამაშებინა თუ არა. რაც შეეხება შედეგს... ისეთი ფეხბურთი, ჩემმა ბიჭებმა რომ ითამაშეს მე ძალიან მიყვარს და ამიტომ დღეს შინ კმაყოფილი წავალ“.
„ვულვერჰემპტონი“ „ასტონ ვილას“ ბირმინგემში ესტუმრა და 1:0 მოუგო. ბურთი მეტიუ ჯერვისმა შეაგდო. ეს მისი მეხუთე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. მარცხმა განსაკუთრებით „ვილას“ ფრანგ მწვრთნელ ჟერარ ულიეს გაურთულა მდგომარეობა. ბირმინგემელ ფანებს ტრიბუნაზე პლაკატი ჰქონდათ გამოფენილი, სადაც ეწერა: „ჩვენ გვინდა, რომ ულიე გააგდონ“.
„ბლექბერნისა“ და „ბლექპულის“ შეხვედრას ჩარლი ადამის ორი გოლის წყალობით სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, მაგრამ კანადელმა დევიდ ჰოილეტმა, რომელსაც ჯუნიორ ჰოილეტსაც ეძახიან, თამაშის სულ ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებზე, ანგარიში გაქვითა. მატჩის შემდეგ ბლექპულელთა მწვრთნელმა იან ჰოლოუეიმ მსაჯს დაატეხა რისხვა:
„ვფიქრობ, ამ შეხვედრაში მსაჯმა აურია. პირველი გოლი ჩვენ პენალტით გავიტანეთ. იყო პენალტი? ვფიქრობ, არა. მსაჯს ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ უნდა დაენიშნა, თამაში კუთხურით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ეს შეცდომა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ბოლო წუთებში მასპინძლების სასარგებლოდ ესტვინა და ის ჯარიმა დაენიშნა, რომლის წყალობითაც მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს“.
„სტოკ სიტიმ“ „ნიუკასლს“ გადაურბინა. სტოკელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდეს. როგორც ჩანს ტონი პულისის გუნდი საუცხოო ფორმაში შევიდა - ერთი კვირის წინ მან ასოციაციის თასის ნახევარფინაში დაიბევა ადგილი, ახლა კი „კაჭკაჭები“ დაამარცხა. სტოკელთა თამაში იმდენად სოლიდური იყო, რომ „ნიუკასლს“ შანსი არ ჰქონდა.
„უიგანმა“ 2:1 მოუგო „ბირმინგემს“. გამარჯვების გოლი, სრულიად მოულოდნელად, ჰონდურასელმა მცველმა მეინორ ფიგეროამ მსაჯის წამატებულ წუთებში გაიტანა. ცნობისთვის: ფიგეროასთვის ეს მესამე გოლი იყო მესამე წელიწადში.
„ევერტონმა“ იმავე ანგარიშით აჯობა „ფულჰემს“ - ასე მიულოცეს ლივერპულის გუნდის ფეხბურთელებმა თავიანთ მწვრთნელ დევიდ მოიესს „გუდისონ პარკზე“ ცხრა წლის გასრულება და მეათეს დაწყება.
კვირას კი „ლივერპულმა“ და „სანდერლენდმა“ ისე ითამაშეს, რომ ცხრილში პოზიცია არც ერთს შეუცვლია და არც მეორეს - მერსისაიდელებმა 2:0 მოიგეს, კვლავ მეექვსე ადგილზე არიან და იმედოვნებენ, რომ „ტოტენჰემს“ მომავალშიც დაუცდება ფეხი. ახლა „დეზებსა“ და მათ შორის სხვაობა 4 ქულაა. „სანდერლენდი“ მეცხრეზე დარჩა და გასავარდნთა ზონას 6 ქულით აღემატება, ასე რომ სტივ ბრუსის გუნდი „წითლებთან“ შეხვედრის წინ უფრო ზემოთ ასვლაზე ფიქრობდა ვიდრე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე.
სტუმრებს მოგებაში მსაჯი კევინ ფრენდიც დაეხმარა: 33-ე წუთზე ჯონ მენსამ საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ვერ გააჩერა, ის ჯეი სპირინგს „უბოძა“, შემდეგ კი გამოეკიდა და წააქცია, მაგრამ... ხაზს გარეთ. სხვა საქმეა, რომ სპირინგი ინერციით საჯარიმოში წაიქცა. სხვათაშორის, ფრენდი თავიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა და საჯარიმოს გარეთ ჯარიმას ნიშნავდა, მაგრამ მისმა ასისტენტმა თავი გამოიდო და თითი პენალტისკენ გააშვერინა. მეორე გოლი კი თამაშის ბოლოს ლუის სუარესმა მახვილი კუთხიდან შეაგდო. ასეთი გოლები ლამაზი სანახავი კი არის, მაგრამ თუ მეკარე არ შეცდა, არც გადის. ამ შემთხვევაში „შავი კატების“ 22 წლის ბელგიელი გოლკიპერი სიმონ მინოლე შეცდა.
ტურის ბოლო და უმთავრეს შეხედრაში კი თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დიდძალი დანახარჯის და რეკლამის მიუხედავად „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსისთან“ ახლოს ვერ მიდის - დასავლეთლონდონელებმა ისტლენდელებს 2:0 მოუგეს და ცხრილში ადგილი გაუცვალეს. „ლურჯებმა“ ყველაფერში აჯობეს მოწინააღმდეგეს, ახალი შენაძენი, ბრაზილიელი დავიდ ლუიზი კი უბრალობ შეუდარებელი იყო. ის დიდებულად თამაშობდა დაცვაშიც და გოლიც მან შეაგდო. თან, ლუიზმა თავურით გაიტანა მისივე მოპოვებული საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი. აი, რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, მას ჯერ კიდევ არ გაუტანია.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ „სიტის“ კარლოს ტევესი არ ჰყავდა.
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 0:0
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა (78. ჰატონი), დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, სანდრო, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (72. პავლიუჩენკო), დეფო.
ვესტ ჰემი (4-5-1): გრინი - იაკობსენი, აპსონი, და კოსტა, ბრიჯი - ო’ნილი, პარკერი, ნობლი, ჰიცლშპერგერი, ბა - კ. კოული (78. ობინა).
გაფრთხილება: პარკერი, ნობლი, კოული, აპსონი (ყველა ვესტ ჰემი)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 6-14; კარში დარტყმა: 31-10 (9-5); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 36 010
ასტონ ვილა-ვულვერჰემპტონი 0:1
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, ჰერდი, კუელიარი, ბეიკერი (33. დელფი) - ოლბრაიტონი (61. აგბონლაჰორი), მაკოუნი, რიო-კოკერი (61. პირესი), ე. იანგი, დაუნინგი - ბენტი.
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ფოული, ბერა, სტირმენი, ელოკობი - ჰემილი (65. ებანკს-ბლეიკი), მილიაში, ჰენრი, ჯერვისი (81. უორდი) - ო’ჰარა, დოილი.
გოლი: 0:1 ჯერვისი (38)
გაფრთხილება: ე. იანგი - სტირმენი, ელოკობი, ფოული
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-19; კარში დარტყმა: 12-9 (2-3); თამაშგარე: 4-9; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 38 965
ბლექბერნი-ბლექპული 2:2
ბლექბერნი (4-3-3): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, სამბა, ოლსონი - ემერტონი (59. ფ. ჯონსი), ნზონზი (72. რობერტსი), ჯ. ჯონსი - მ.ბ. დიუფი (79. პედერსენი), ჰოილეტი, სანტა კრუსი.
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ბეპტისტი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი - პანჩიონი, ადამი (88. საუთერნი), ვუგანი, ვერნი (81. რიდი) - გრენდინი (66. ფილიპსი), ტეილორ-ფლეტჩერი.
გოლები: 0:1 ადამი (25-პენ), 0:2 ადამი (29), 1:2 სამბა (49), 2:2 ჰოილეტი (90)
გაფრთხილება: ემერტონი - ტეილორ-ფლეტჩერი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-12; კარში დარტყმა: 26-9 (5-6); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 27 209
მანჩესტერი-ბოლტონი 1:0
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ბრაუნი (45. ფაბიო), ევანსი, სმოლინგი, ევრა - ვალენსია, გიგზი, ქერიკი, ნანი - ერნანდესი (45. ბერბატოვი), რუნი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - ელმანდერი, ჰოლდენი (78. ტეილორი), მუამბა (90. კლასნიჩი), მ. პეტროვი - კ. დევისი, სტარიჯი (60. ლი).
გოლი: 1:0 ბერბატოვი (88)
გაძევება: ევანსი (76-მანჩესტერი)
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 9-11; კარში დარტყმა: 16-13 (6-2); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 486
სტოკი-ნიუკასლი 4:0
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილსონი, ჰუთი, შოუკროსი, ჰიგინბოთემი - პენანტი (81. უაიტჰედი), დილეპი, უილანი, ეზერინგტონი (60. პაფი) - უოლტერსი, კ. ჯონსი (88. ფულერი).
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - უილიამსონი, კემპბელი (66. ხონასი), კოლოჩინი - სიმპსონი, ტიოტე, ბარტონი, ნოლანი, სანჩესი (23. ფერგიუსონი) - ამეობი, ლოვენკრანდსი (61. რეინჯერი).
გოლები: 1:0 უოლტერსი (28), 2:0 პენანტი (46), 3:0 ჰიგინბოთემი (49), 4:0 ფულერი (90)
გაფრთხილება: ეზერინგტონი - ტიოტე
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-11; კარში დარტყმა: 7-15 (5-4); თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 27 505
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 2:2
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - რიდი, ოლსონი, მეიტე, შორი - ბრანტი, შარნერი (45. მ. ჩეხი), მულუმბუ, მორისონი, ტომასი - ოდემვინგე (75. ფორჩუნი).
არსენალი (4-4-2): ალმუნია - სანია, კოშელნი, სკილაჩი, კლიში - ნასრი, დენილსონი (45. შამახი), უილშირი, არშავინი - რემსი (58. ბენდტნერი), ვან პერსი.
გოლები: 1:0 რიდი (3), 2:0 ოდემვინგე (58), 2:1 არშავინი (70), 2:2 ვან პერსი (78)
გაფრთხილება: მეიტე - დენილსონი, კოშელნი, ნასრი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 10-7; კარში დარტყმა: 4-17 (2-6); თამაშგარე: 5-3; ბურთის ფლობა: 25%-75%
მაყურებელი: 25 729
უიგანი-ბირმინგემი 2:1
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი, უოტსონი, კლივერლი - ნ’ზოგბია (90. დიამე), მოზესი (64. სემონი), დი სანტო (64. როდალეგა).
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, ჟირანეკი (15. კ. დევისი), რიჯუელი - ლარსონი, გარდნერი, ფერგიუსონი, ბიუსეჟური (59. ბენტლი) - მატჩი (64. მარტინსი), ჯერომი.
გოლები: 0:1 რიჯუელი (6), 1:1 კლივერლი (25), 2:1 ფიგეროა (90)
გაფრთხილება: მოზესი, ალკარასი, ფიგეროა - კ. დევისი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-14; კარში დარტყმა: 22-12 (10-5); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 16 421
ევერტონი-ფულჰემი 2:1
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ფ. ნევილი, როდუელი (77. ბელიალეტდინოვი), ოსმანი - ტ. კეჰილი (69. ჰეიტინგა), საა (88. ბეკფორდი).
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო - დაფი (75. კაკუტა), ეტუჰუ (61. ზამორა), მერფი, დემპსი - ე. ჯონსონი (84. ე. გუდიონსენი), დემბელე.
გოლები: 1:0 კოულმენი (36), 2:0 საა (49), 2:1 დემპსი (62)
გაფრთხილება: ოსმანი, ჰიბერტი (ორივე ევერტონი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-19; კარში დარტყმა: 15-14 (5-2); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 33 239
სანდერლენდი-ლივერპული 0:2
სანდერლენდი (4-5-1): მინოლე - ა. ფერდინანდი, ბრამბლი, მენსა, ბერდსლი - სესენიონი, ჰენდერსონი, მუნტარი (19. კეტერმოლი), რიჩარდსონი (23. მოლბრანკი), უილბეკი (61. ალ მუჰამადი) - ასამოა.
ლივერპული (4-4-2): რეინა - კარაგერი, აგერი, შკრტელი, გ. ჯონსონი - კუიტი, ლუკასი, სპირინგი, მეირელეში (84. მაქსი როდრიგესი) - სუარესი (89. ჯ. კოული), ქეროლი (72. ნგონი).
გოლები: 0:1 კუიტი (33-პენ), 0:2 სუარესი (77)
გაფრთხილება: მენსა, კეტერმოლი, ბრამბლი - ლუკასი, სუარესი, კუიტი\
გაძევება: მენსა (82-სანდერლენდი)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 6-13 (1-7); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 47 207
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, დავიდ ლუიზი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი - კალუ (77. ჟირკოვი), მალუდა (71. ანელკა), ტორესი (70. დროგბა).
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი - მილნერი (81. ა. ჯონსონი), ბერი, დე იონგი, სილვა - ი. ტურე (81. ბალოტელი), ჯეკო.
გოლები: 1:0 ლუიზი (78), 2:0 რამირესი (90)
გაფრთხილება: რამირესი, ლუიზი - მილნერი, დე იონგი, ბერი, კოლაროვი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-13; კარში დარტყმა: 19-5 (3-1); თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 41 741
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 30 18 9 3 64-30 63
2. არსენალი 29 17 7 5 59-29 58
3. ჩელსი 29 15 6 7 53-24 54
4.სიტი 30 15 8 7 45-27 53
5. ტოტენჰემი 29 13 10 6 41-34 49
6. ლივერპული 30 13 6 11 41-36 45
7. ბოლტონი 30 10 10 10 42-41 40
8. ევერტონი 30 9 13 8 40-39 40
9. სანდერლენდი 30 9 11 10 33-37 38
10. სტოკი 30 11 4 15 36-38 37
11. ნიუკასლი 30 9 9 12 44-45 36
12. ფულჰემი 30 7 14 9 33-33 35
13. ბლექბერნი 30 9 6 15 39-51 33
14. ასტონ ვილა 30 8 9 13 37-51 33
15. ბლექპული 30 9 6 15 45-60 33
16. ვესტ ბრომვიჩი 30 8 9 13 41-56 33
17. ვესტ ჰემი 30 7 11 12 36-49 32
18. ვულვზი 30 9 5 16 35-49 32
19. ბირმინგემი 29 6 13 10 28-41 31
20. უიგანი 30 6 12 12 29-51 30
ბომბარდირები: 20 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ბენტი (ასტონ ვილა), ნოლანი (ნიუკასლი), ვან პერსი (არსენალი), ქეროლი (ნიუკასლი); 10 - დემპსი (ფულჰემი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 9 - ადამი (ბლექპული), ტ. კეჰილი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).