კოლაროვი სიტიში გადავიდა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" აწ უკვე ყოფილი წევრი ალექსანდრ კოლაროვი "მანჩესტერ სიტის" მორიგი შენაძენია. 24 წლის სერბმა მცველმა უკვე მიიღო დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება და სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა.

"ასეთი ტექნიკური მცველი იშვიათია. ყოველთვის მინდოდა, კოლაროვი ჩემს გუნდში მეხილა და ეს სურვილი ავისრულე. ტექნიკის გარდა, იგი ძლიერი დარტყმითა და შეტევებში ეფექტური ჩართვითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, ალექსანდრი უნივერსალური ფეხბურთელია და დაცვის ყველა პოზიციის გარდა, ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია. მას ფანტასტიური კარიერა ელის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ კოლაროვთან მუშაობას", - უთხრა "სიტის" ოფიციალურ
ვებგვერდს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

შეგახსენებთ, კოლაროვის გადასვლა არც მადრიდის "რეალში" იყო გამორიცხული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული