გრემ პოლის აზრი

AutoSharing Option
ფიფას ყოფილი არბიტრი გრემ პოლი პრემიერლიგის 30-ე ტურის შემდეგ ერთადერთ საკითხს, „ლივერპულის“ მიერ „სანდერლენდის“ კარში დარტყმულ პენალტს გამოეხმაურა. ეს თერთმეტმეტრიანი კვირას „სთედიუმ ოფ ლაითზე“ მსაჯმა კევინ ფრენდმა დანიშნა და მის შესახებ „ლელო“ ტურის ტრადიციულ მიმოხილვაში წერდა. პოლმა „დეილი მეილის“ ფურცლებიდან თქვა:

„სანდერლენდში მსაჯი შეცდა და ეს შეცდომა „ლივერპულის“ ფეხბურთელების ზეწოლამ განაპირობა. კევინ ფრენდი თავიდან სწორად იქცეოდა: საჯარიმო მოედნის გარედან ჯარიმის დანიშვნას აპირებდა - ჯონ მენსამ ჯეი სპირინგი ხაზს გარეთ წააქცია - მაგრამ, შემდეგ, თანამსაჯმა ბილი სმოლვუდმა ფრენდს უხმო და უთხრა,
რომ ფეხბურთელებს შორის კონტაქტი საჯარიმოს შიგნით (ან ხაზზე, რაც ასევე მოედნის ტერიტორიად ითვლება) იყო და პენალტი დაანიშნინა.

წესით, ასისტენტს პენალტის განსაზღვრა მხოლოდ იმ შემთხვევებში ევალება თუ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი სწორად დაინახა, სმოლვუდი კი დარწმუნებული არ იყო. რომ ყოფილიყო ფრენდს თავიდანვე უხმობდა და არა „ლივერპულის“ ფეხბურთელთა პროტესტის შემდეგ“.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული