ჟერარ ულიე რისკზე წავიდა, ის „ასტონ ვილაში“ ქცევის წესებს ამკაცრებს. რისკი რატომ ვახსენეთ? იმიტომ, რომ ულიეს ამ ბირმინგემულ კლუბში ისედაც ვერ აქვს საქმეები კარგად — გუნდი გასავრდნთა ზონასთან არის ახლოს. მე-14 ადგილი მეოცესგან ერთი შეხედვით შორს კი არის, მაგრამ თუ ქულებს დავთვლით ვაგლახ... „ვილა“ ბოლოდან მესამეს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. შესაბამისად, ფანების დიდი ნაწილი ფრანგის სამსახურიდან გაშვებას ითხოვს. და აი, ასეთ დროს მწვრთნელმა გადაწყვიტა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ საკლუბო წესებში რამდენიმე პუნქტი შეცვალოს.
ულიეს ასეთ გადაწყვეტილებას წინ „ვილას“ ორი
მაინც რა აკრძალვები შემოაქვს ფრანგს? ოფიციალურად ამის შესახებ არაფერი გამოუცხადებიათ, მაგრამ ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი გასახდელში მობილურით ლაპარაკს ეხება. დანარჩენი ცვლილებები უფრო ზოგადიაო, ამბობენ კლუბის თანამშრომლები.
არადა 63 წლის ჟერარ ულიეს მდგომარეობა მართლაც სასწრაფოდ აქვს გამოსასწორებელი. რაც „ვილას“ სათავეში ეს სპეციალისტი ჩაუდგა გუნდმა 25-დან მხოლოდ ხუთი თამაშის მოგება მოახერხა. თუმცა, ამის მიუხედავად, ულიეს რამდენიმე დღის წინ კლუბის აღმასრულებელმა შეფმა პოლ ფოლკნერმა დაუჭირა მხარი. მან განაცხადა, რომ მწვრთნელის მოხსნით „ასტონ ვილა“ ვერაფერს მოიგებს.
რასაკვირველია არის სხვა მოსაზრებაც. ბევრი ამტკიცებს, რომ შინაგანაწესის გამკაცრება გუნდში მხოლოდ უარესობას გამოიწვევს და გაცილებით აჯობებდა ყურადღება დარჩენილ შეხვედრებში მოგების ხერხებზე გაემახვილებინათ. კლუბის პრესმდივანმა თქვა:
„მწვრთნელმა წესების სტანდარტულ წიგნში ცვლილებები შეიტანა. ეს ყოფაქცევის ახალი კოდექსი არ არის, რამდენიმე ცვლილებაა, რომელთა შესახებ ფეხბურთელებს უკვე შეატყობინეს“.
საინტერესოა, რომ დასჯილი კოლინზი და დანი ბოლოხანს დაშავებულებიც იყვნენ, თუმცა ბოლო ტურის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე გამოჯანმრთელდა. ამის მიუხედავად, ულიემ არც ერთი ათამაშა და არც მეორე. კოლინზმა, რომელიც შაბათს უელსის ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ინგლისს დაუპირისპირდება განაცხადა:
„ჩემს თამაშზე ლაპარაკიც ვერ იქნებოდა, რადგან ფიზიკურად არ ვიყავი მზად. სამაგიეროდ, რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი დატვირთვით ვივარჯიშე რასაც ახლა ნაკრების ბანაკში გატარებული ერთი კვირაც დაემატება და იმედი მაქვს, რომ მოედანს დავუბრუნდები. მთელი ეს ისტორია, რასაკვირველია, კარგი არ იყო. ისეთი რამ გადამხდა, რაც ნამდვილად ნამდვილად არ მინდოდა რომ გადამხდენოდა. პრემიერლიგის ჩემპიონატი სანაკრებო თამაშმა ერთი კვირით რომ გაწყვიტა ძალიან კარგია. ახლა ყურადღების ცენტრში აღარ ვართ. დღეს ერთადერთი რამ მაინტერესებს, ინგლისელების დამარცხება და უელსის ნაკრებისთვის სამი ქულის მოპოვება“.