არ ენდო ფერნანდოს!

AutoSharing Option
„ლივერპულის“ შეფებმა თავიანთ ყოფილ ვარსკვლავ ფერნანდო ტორესს შეუტიეს. ისინი ესპანელ თავდამსხმელს, გადატანით რომ ვთქვათ, „ენფილდის“ თავზე შავი ღრუბლების შეკრებაში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, რომ ტორესს ბოლოხანს „ლივერპულში“ გული აღარ უდგებოდა და კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერი სთხოვა, რის შედეგადაც იანვრის „ბაზრობის“ ბოლო დღეს ის 50 მილიონ ფუნტად „ჩელსიმ“ იყიდა. „ლივერპულის“ საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა, ფრანდმა დამიენ კომოლიმ თქვა:

„რას შევადარO ფერნანდო ტორესის წასვლა? გეგონება ცა მოიწმინდა და გამოიდარაო. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ტორესი „ჩალსის“ ფეხბურთელი გახდა, ჩვენთან მხოლოდ კარგი ამბები ხდება. როდესაც ისეთი კაცი
გყავს, რომელსაც შენთან ყოფნა არ უნდა და მას ცვლი ადამიანებით, რომელთაც შენთან ყოფნა ახარებს, ატმოსფერო სასიკეთოდ იცვლება“.

თანხა, რომელიც ტორესის სანაცვლოდ „ჩელსის“ გამოართვეს მერსისაიდელებმა ლუის სუარესისა და ენდი ქეროლის შეძენაში დახარჯეს.
როგორც იცით, ორივე ახალწვეული წარმატებით შეერწყა „წითლებს“, ტორესმა კი ლონდონურ გუნდში უკვე შვიდჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ჯერაც არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში „ელ ნინიოს“ შედეგიანობა ისევ „ლივერპულს“ უკავშირდება — 9 გოლი 26 შეხვედრაში. თუმცა, ცხრა გოლს მისი „ჩამოშვებული ცხვირი“ სწონიდა. ტორესი „ლივერპულის“ გუნდზე არაჯანსაღ გავლენას ახდენდა.
კომოლიმ თქვა: „თვალი გავუსწოროთ ფაქტს: იანვარში გავყიდეთ მოთამაშე, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურდა და ორი კარგი ფეხბურთელი შევიძინეთ. რასაკვირველია, ამის შემდეგ გულზე მოგვეშვა. ახლა გუნდში ყველა ბედნიერია, მოჟამული აღარავინ დადის და მომავალს იმედის თვალით შევყურებთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული