დაბრუნდება და მერე როგორ!

AutoSharing Option
„არსენალის“ კაპიტან სესკ ფაბრეგასს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მიღებული ორთავა კუნთის ტრავმა ისე მოიშუშოს, რომ აპრილში მოედანზე საუკეთესო ფორმაში დაბრუნდეს. ამ ტრავმის გამო ფაბრეგასმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა და „ვესტ ბრომვიჩთან“ პრემიერლიგის მატჩი გამოსტოვა. შეგახსენებთ, მის გარეშე ნათამაშები შეხვედრების შედეგს: „იუნაიტედმა“ „მეთოფეებს“ 2:0 აჯობა, „ვესტ ბომვიჩთან“ თამაში კი 2:2 დასრულდა.

ფაბრეგასმა ამ კვირაში უქმობას თავი დაანება — ექიმებმა სირბილის ნება დართეს, მაგრამ, ვინაიდან ორთავა კუნთზე ადრეც ჰქონდა პრობლემები, თავად სიფრთხილეს ამჯობინებს და მოედანზე დაბრუნებას არ ჩქარობს.
ესპანელს სურს საქმეში საუკეთესოდ მომზადებული დაბრუნდეს.

შემდეგი მატჩი „მეთოფეებს“ 2 აპრილს „ბლექბერნთან“ აქვთ. სესკი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრისთვის ის უკვე მზად იქნება.

„ყველაფერი კარგად მიდის — თქვა ფაბრეგასმა — ეს სეზონი ჩემთვის უცნაურობებით და ტრავმებით კი არის სავსე, მაგრამ მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დავძლიო და მოედანზე არნახულად ძლიერი დავბრუნდე. იმედი მაქვს, რომ „ბლექბერნთან“ უკვე ნამდვილ ფაბრეგასს ნახავთ“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული