ვენგერის იმედი

AutoSharing Option

„არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს იმედი აქვს, რომ ახლანდელი სანაკრებო შესვენება მის ფსიქოლოგიურად გადაღლილ გუნდზე კარგად იმოქმედებს — ფეხბურთელები გადაერთვებიან და „ემირეით სთედიუმს“ საღად დაუბრუნდებიან. შეგახსენებთ,რომ „არსენალი“ ერთიმეორის მიყოლებით სამ შეჯიბრებას გამოეთიშა. ფრანგმა სპეციალისტმა თქვა:

„ურთულესი, სტრესებით აღსავსე სამი კვირის შემდეგ ნაკრებებში დაფანტვა და გადართვა ჩემს ბიჭებს დაასვენებს და ჯანსაღ აზრს დაუბრუნუნებს. ეს ერთგვარი გადატვირთვე იქნება, ასე რომ სანაკრებო შესვენებამ, ამჯერად, შეიძლება კარგი სამსახური გაგვიწიოს“.
პრემიერლიგის დარჩენილ შეხვედრებზე ლაპარაკისას კი ვენგერმა თქვა, რომ საჩემპიონო ბრძოლას „ჩელსი“ დაუბრუნდა და ეს „მეთოფეებს“ „მანჩესტერ
იუნაიტედის“ შეჩერებაში დაეხმარება.

„თქმა არ უნდა, რომ რბოლაში „ჩელსიც“ დაბრუნდა. იმედი მაქვს, ეს გუნდი მანჩესტერში“ გაიმარჯვებს, თუმცა აქ რაიმე სერიოზული პროგნიზის გაკეთება შეუძლებელია. კაცმა არ იცის რა და როგორ მოხდება. თუმცა, რაც მეტი კონკურენტი იქნება, მით უკეთესი ჩვენთვის. ყველაფერზე მთავარი კი საკუთრივ ჩვენი ფორმაა. „არსენალი“ გამარჯვებათა გზას უნდა დაუბრუნდეს“.
როდუელის მომავალი

„ევერტონის“ 20 წლის ნახევარმცველ ჯეკ როდუელს ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის ვარიანტი გამოუჩნდება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ პრესისთვის ცნობილია, რომ მხარეები ვარიანტებს განიხილავენ. „ევერტონის“ მწვრთნელი დევიდ მოიესი ამბობს, რომ როდუელს „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლის ნებას იმ შემთხვევაში დართავს თუ მანჩესტერელები მის სანაცვლოდ ფულს კი არ შესთავაზებენ, არამედ „სანდერლენდში“ გაქირავებულ დენი უილბეკში გაუცვლიან და გარკვეულ თანხასაც დაამატებენ. და უილბეკის საქმე როგორღაა? „სანდერლენდის“ თავკაცი სტივ ბრუსი მის „იუნაიტედიდან“ გამოსყიდვას და ხანგრძლივი კონტრაქტით დატოვებას გეგმავს, სერ ალექს ფერგიუსონი კი სხვა აზრისაა — გარემარბის მანჩესტერში დაბრუნებას აპირებს.
პირსმა ხუთი გაუშვა

ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა შეკრებიდან ხუთი ფეხბურთელი გაუშვა. ისინი თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და დღეს, დიპდეილში, ისლანდიელ თანატოლებთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„სანდერლენდის“ მოთამაშეებმა ჯორდან ჰენდერსონმა და დენი უილბეკმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა კრის სმოლინგმა და ბოლტონელებმა ფაბრის მუამბამ და დანიელ სტარიჯმა სამშაბათს, ვიბორგში დანიის ნაკრებთან ითამაშეს და 4:0 გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ახლა ისინი თავისუფალი არიან. დანიასთან შეხვედრაში ორთავა კუნთი იტკინა „მანჩესტერ სიტის“ მცველმა მიკა რიჩარდსმა და ამიტომ ისლანდიელებთან ვერც ის გავა მოედანზე.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ სტიუარტ პირსის გუნდი 5 ივნისს საუთჰემპტონში ნორვეგიას შეხვდება. ეს გუნდის ბოლო ამხანაგური იქნება ევროპის ჩემპიონატის წინ,რომელსაც ზაფხულში დანია უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული