მამის ხსოვნისთვის

AutoSharing Option

უელსის ნაკრებთან შეხვედრაში ინგლისელთაგან კარგი თამაშით თავი „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა სკოტ პარკერმა გამოიჩინა. ეს მისთვის მეხუთე მატჩი გახლდათ ეროვნული გუნდის მაისურით. საყურადღებოა, რომ კარდიფის „მილენიუმზე“ გამოსვლამ პარკერს მამის გარდაცვალებიდან მერვე დღეს მოუწია. მეტსაც მოგახსენებთ: „ვესტ ჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო შეხვედრა „ტოტენჰემთან“ ჰქონდა და, მიუხედავად იმისა, რომ მამა მიკ პარკერი სულ რამდენიმე საათის გარდაცვლილი ჰყავდა, 30 წლის სკოტმა იმ დღესაც დაიჩემა მოედანზე გასვლა.

„ძალიან მძიმე კვირა მქონდა — უთხრა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს — მეტისმეტად დამთრგუნა იმან, რომ მამაჩემი ტრიბუნაზე აღ
არ იჯდა, თუმცა ეჭვი არ მეპარება, ის ზეციდან მიყურებდა და ძალიან ამაყობდა.

მამა ავადმყოფი კაცი იყო, წლების მანძილზე ებრძოდა სნეულებას და მე დამოუკიდებლად მიწევდა ცხოვრებაში გზის გაკვლევა. პარასკევს, გარდაცვალების დღეს, მის სარეცელთან ვიყავი, შემდეგ კი „ვესტ ჰემის“ სასტუმროს“ მივაშორე. ვიცოდი, მას ძალიან უნდოდა შაბათის თამაშის ნახვა, თუმცა, ვერ დავმალავ და ის დღე ჩემს კარიერაში ერთადერთი იყო, როდესაც საერთოდ არ მაინტერესებდა მოვიგებდით თუ წავაგებდით, კარგად ვითამაშებდი თუ ცუდად... შეიძლება უცნაურედ ჟღერს, მაგრამ მხოლოდ მისი ხათრით გავედი გავედი მოედანზე.
შემდეგ კი ფაბიო კაპელომ გამომიძახა და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ნაკრები განსაკუთრებული გუნდი რომ არის ჰიმნების შესრულების დროსვე იგრძნობა. საბედნიეროდ მეტოქე პირველ ტაიმში გავტეხეთ და ამან გამიადვილა მდგომარეობა. ძალიან ბედნიერი ვარ ხელმძღვანელები რომ მენდნენ და თავიდან ბოლომდე მათამაშეს. წინაზე, დანიასთან ამხანაგურშიც შემიშვეს მეორე ტაიმში და ამან საკუთარი თავის რწმენა გამიძლიერა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთი ფეხბურთი, ამ სეზონში რომ ვთამაშობ, არასდროს მითამაშია. საუკეთესო ფორმაში ვარ“.

როდესაც პარკერს შეახსენეს, რომ ნაკრებში ხუთიდან ოთხი შეხვედრა სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარა, მას გაეცინა, თუმცა ისიც დასძინა, რომ არასდროს მოუკლავს თავი იმაზე ნერვიულობით, რატომ უფრო ხშირად არ იძახებენ ეროვნულ გუნდში.
„ფეხბურთში ილუზიებს არასდროს ვყვები და თავს არ ვიტყუებ, თუმცა, რასაკვირველია, იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან დამწყდა გული. ვფიქრობ, ჩემს საქმეს უნდა მივსდიო, როგორც ვვარჯიშობ და ვთამაშობ ისე გავარგძელო და იქნებ რამდენჯერმე კიდევ გამომიძახონ ეროვნულ გუნდში, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერასდროს მოვხვდები, ეს ნათელია. შარშან, ავსტრიაში, შეკრებაზე თავგადაკლული ვვარჯიშობდი, კარგ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში არ წამიყვანეს. რას იზამ, ასეთია ცხოვრება“.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული