„ქეროლი ძალიან ჰგავს დიდიე დროგბას — თქვა კოულმა — ყველამ კარგად ვიცით რა ძალის ფეხბურთელია დიდიე, მაგრამ 22 წლისა ის ენდისავით ძლიერი არ იყო. თან, ქეროლს შეუძლია განვითარდეს და განვითარდეს. ის ძალიან კარგი ბიჭია და „ლივერპულისთვის“ საუცხოო შენაძენიც გახლავთ. დამეთანხმებით, ძნელია, დამისახელოთ მასზე და ლუის სუარესზე უკეთესი იანვრის შენაძენი. ვფიქრობ, ასეთი
თავად კოულს უხეირო სეზონის გამო ნაკრებში აღარ იძახებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ქმნის და ამბობს, რომ „ენფილდზე“ თავს ბედნიერად გრძნობს:
„თავს ბედნიერად ვგრძნობ პროფესიონალი ფეხბურთელი რომ ვარ და „ლივერპულში“ რომ ვთამაშობ. ფეხბურთში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გარანტირებული არავის არაფერი აქვს. თითოეულ ჩვენგანს თავისი ადგილი ყოველდღიური ბრძოლით აქვს მოსაპოვებელი და ეს ძალიან საინტერესოა. ფეხბურთელის ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი“.
ვენგერი საფრანგეთის წინააღმდეგ
„არსენალის“ მწვრთნელი, ფრანგი არსენ ვენგერი თავისი ქვეყნის ნაკრებს უპირისპირდება. საქმე ის გახლავთ, რომ ზაფხულში, პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, „ლურჯები“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მინი-ტურს გეგმავენ. ამ ტურში მონაწილეობას მიიღებენ „არსენალის“ ფეხბურთელები: სამირ ნასრი, ბაქარი სანია, გაელ კლიში, აბუ დიაბი და ლორან კოშელნი. მათ ექვს დღეში სამი მატჩის ჩატარება მოუხდებათ: 3 ივნისს „ლურჯებს“ ბელარუსის ნაკრებთან აქვთ შესარჩევი შეხვედრა, შემდეგ კი 6 ივნისს უკრაინას და ცხრაში პოლონეთს გაეჯიბრებიან ამხანაგურად.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ლორან ბლანმა თქვა: „ვაპირებ რამდენიმე მწვრთნელს შევხვდე და ამ მინიტურნირის აზრი ავუხსნა. ამ მწვრთნელთა შორის ერთადერთი ფრანგია, ვენგერი, რომელიც, ვიმედოვნებ უფრო ადვილად გაიგებს ჩემს ნაფიქრალს“.