„მანჩესტერ სიტის“ გადარეული იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამ ბოლო დროს კვირაში 100 ათას ფუნტს ვეღარ იღებს — ისე იქცევა, რომ ხშირად უქვითავენ. აი, ახლაც, არის იმის საშიშროება, რომ იტალიაში აღზრდილ განელს ერთი კვირის ჯამაგირი დააკლონ. ამჯერად რაღა დააშავა? კლუბის ბაზაზე, ახალგაზრდა მოთამაშეებს ფანჯრიდან დართსს ესროდა.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ბალოტელიმ კიევის „დინამოსთან“ შეხვედრაში სრულიად ფეთიანი საქციელი ჩაიდინა — მოულოდნელად იუხეშა, რისთვისაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა, საკუთარმა კლუბმა კი ორი კვირის ხელფასი დაუქვითა.
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, რომ გაუწონასწორებელი საქციელის
მარიო ბალოტელის „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი. სეზონის დასაწყისში ის დაშავებული იყო და სამი თვე მკურნალობას მოუნდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ორჯერ გააგდებინა არბიტრებს თავი.
გარდა ამისა, ბალოტელიმ თანაგუნდელებთან ჩხუბითაც გამოიჩინა თავი: ერთ ვარჯიშზე ჯერომ ბოატენგს ფიზიკურად შეეხო, „ვესტ ჰემთან“ და „ნოთს ქაუნთისთან“ შეხვედრებში კი შეცვლა იუკარდისა და მწვრთნელს წაეკიდა.
მოედანზე ბალოტელის სადისციპლინო შედეგი ასეთია: ცხრა ყვითელი და ზემოთ ნახსენები ორი ყვითელი ბარათი.
ამასწინათ, ერთ-ერთი ტრავმის შემდეგ, ის სამკურნალოდ იტალიაში გაუშვეს და იცით, რა ქნა? ქალთა ციხის ალაყაფი ღია დაინახა და მანქანით შევიდა, დათვალიერება მინდოდაო.