ბალოტელი ძალიან აფრენს

AutoSharing Option

„მანჩესტერ სიტის“ გადარეული იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამ ბოლო დროს კვირაში 100 ათას ფუნტს ვეღარ იღებს — ისე იქცევა, რომ ხშირად უქვითავენ. აი, ახლაც, არის იმის საშიშროება, რომ იტალიაში აღზრდილ განელს ერთი კვირის ჯამაგირი დააკლონ. ამჯერად რაღა დააშავა? კლუბის ბაზაზე, ახალგაზრდა მოთამაშეებს ფანჯრიდან დართსს ესროდა.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ბალოტელიმ კიევის „დინამოსთან“ შეხვედრაში სრულიად ფეთიანი საქციელი ჩაიდინა — მოულოდნელად იუხეშა, რისთვისაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა, საკუთარმა კლუბმა კი ორი კვირის ხელფასი დაუქვითა.

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, რომ გაუწონასწორებელი საქციელის
გამო ბალოტელი ცალკე დაიბაროს და კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ელაპარაკოს. აქამდე, ახალგაზრდა აფრო-იტალიელის საქციელს „სიტიში“ კიდევ იტანდნენ, რადგან ის ინგლისურ გარემოს ეგუებოდა, თუმცა ბოლო დროს ისტლენდელთა შეფებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შარშან ზაფხულზე 24 მილიონი ფუნტი ქარს გაატანეს.

მარიო ბალოტელის „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი. სეზონის დასაწყისში ის დაშავებული იყო და სამი თვე მკურნალობას მოუნდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ორჯერ გააგდებინა არბიტრებს თავი.

გარდა ამისა, ბალოტელიმ თანაგუნდელებთან ჩხუბითაც გამოიჩინა თავი: ერთ ვარჯიშზე ჯერომ ბოატენგს ფიზიკურად შეეხო, „ვესტ ჰემთან“ და „ნოთს ქაუნთისთან“ შეხვედრებში კი შეცვლა იუკარდისა და მწვრთნელს წაეკიდა.

მოედანზე ბალოტელის სადისციპლინო შედეგი ასეთია: ცხრა ყვითელი და ზემოთ ნახსენები ორი ყვითელი ბარათი.
ამასწინათ, ერთ-ერთი ტრავმის შემდეგ, ის სამკურნალოდ იტალიაში გაუშვეს და იცით, რა ქნა? ქალთა ციხის ალაყაფი ღია დაინახა და მანქანით შევიდა, დათვალიერება მინდოდაო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული