კინმა ხალხი გააოცა

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელი კაპიტანი როი კინი ფეხბურთში დაბრუნდა და ამ დაბრუნებით ბრიტანული საზოგადოება ძალიან გააოცა - ის ავსტრალიური „მელბურნ ვიქტორის“ მწვრთნელი გახდა. მოგეხსენებათ, ლეგენდარული ირლანდიელი იანვრის მერე უმუშევრად არის - იანვარში ის „იფსვიჩიდან“ გაუშვეს. კინმა „იფსვიჩში“ 20 თვე გაატარა და გუნდი პრემიერლიგაში ვერ გადმოიყვანა.
რამდენადაც „დეილი მეილისთვის“ გახდა ცნობილი კინს ავსტრალიურ კლუბთან ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია. მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, რომ კინი „იფსვიჩიდან“ მაშინ გააგდეს, როდესაც გუნდი მე-19 ადგილზე იყო და ბოლო ცხრა შეხვედრიდან შვიდი წაგებული ჰქონდა. თუმცა, მისი,
როგორც მწვრთნელის კარიერაში იყო წარმატებული პერიოდებიც. კერძოდ, „სანდერლენდი“ „ჩემპიონატის“ გამარჯვებული სწორედ ირლანდიელის ხელმძღვანელობით გახდა. შემდეგ სეზონში გუნდმა პრემიერლიგაშიც შეინარჩუნა ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული