„ბოლო ხანს რუნი თავისი შესაძლებლობების ას კი არა, ორას პროცენტს ავლენს - თქვა მანჩინიმ და, რასაკვირველია, არ დააკვირდა, რომ ბუნებაში 200 პროცენტი არ არსებობს - ის გახლავთ
თუმცა, დიდებულ ფეხბურთელობასთან ერთად რუნი, როგორც ჩანს, სულელიცაა - ასე დაწერა, მაგალითად „დეილი მეილმა“ და სიტყვა სულელის სათაურში გამოტანაც არ დაიზარა. რატომ არის რუნი სულელი? განა მარტო იმიტომ, რომ სიხარულის გამოსახატავად კამერაში გინებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, არამედ იმიტომაც, რომ დასჯილიც არ ცხრება და ფეხბურთის ასოციაციას ვერდიქტს უკრიტიკებს. ასე ხომ შეიძლება ახალ ხიფათში გაჰყოს თავი.
რუნიმ თქვა: „მე ორი თამაშის გამოტოვება მომისაჯეს. მათგან ერთი ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალია, რომელიც „უემბლიზე“ უნდა გაიმართოს. გარწმუნებთ, მე არც პირველი ვარ, ვინ კამერაში შეიგინა და არც ბოლო. გარდა ამისა, მე დაუყოვნებლივ მოვიხადე ბოდიში, მაგრამ მაინც ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც კამერაში გინებისთვის დასაჯეს. ეს არ ჰგავს სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ რას ვიზამ? სხვა გზა არ დამრჩენია, ვერდიქტს უნდა შევეგუო“.
ფეხბურთის ასოციაციის სამართალი რუნის კლუბმაც დაიწუნა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სადისციპლინო კომისიის დასკვნა საოცრად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. ფორვარდს მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმაც. რიო ფერდინანდმა, რომელიც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს, „ტვიტერზე“ ასე დაწერა:
„იმ ფეხბურთმა, რომელიც რუნიმ ჩემპიონთა ლიგაში, „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშა ყველას კიდევ ერთხელ აჩვენა თვალნათლივ თუ რა დონის ვარსკვლავია ის. მისით ინგლისი უნდა ამაყობდეს, მაგრამ უცნაურიც სწორედ ის არის, რომ უეინს მოწინააღმდეგე მეტი ჰყავს. ხალხი მის დასჯას ითხოვდა. პირადად მე, როდესაც ვიხსენებ თუ რა გააკეთა რუნიმ ამ ბოლო დღეებში, უპირველეს ყოვლისა თვალწინ მისი თამაში მეხატება და არა გინება. გაიხსენეთ ჰეთ-თრიქი „ვესტ ჰემთან“, მაგრამ მას კამერაში გინება რომ არ დაეწყო, ხალხი ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანას ყურადღებას არც მიაქცევდა.
ხანდახან ასეთ რამეებს რომ ჩავუფიქრდები, შიში მიპყრობს. ლიბიასა და კოტ დ’ივუარში ადამიანები იხოცებიან, გაზეთების პირველ გვერდზე კი რუნის გინება გამოაქვთ“!
და მაინც, რობერტო მანჩინის კარგად ესმის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ რინის გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდია:
„რუნის არყოფნა ჩვენს შანსებს თუ ზრდის? არა მგონია. გარწმუნებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდია“.