"მანჩესტერის" ოფსაიდი, "ჩელსის" იდაყვი

AutoSharing Option
„ფულჰემის“ თავკაცმა, მარკ ჰიუზმა ნახა, როგორ დაჩაგრა მისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და განაცხადა, რომ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს სამივე შეჯიბრებაში გამარჯვების ძალა შესწევთ. „იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა თქვა, რომ მანჩესტერელებს შეუძლიათ გაიმეორონ ის, რითაც 1999 წელს მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკეს.

„მათ ყველაფერის მოგება შეუძლიათ. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც წინასწარ ანგარიშობს, რომელ შეხვედრაში რა იქნება საჭირო და როდესაც მასთან სათამაშოდ ჩადიხარ, ზედმიწევნით მომზადებული გხვდება. ასეთი რამ ძალიან რთული შესასრულებელია, რასაც სერ ალექსი თავადაც აღიარებს. მინდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი წარმატება ვუსურვო“.

მაგრამ, სანამ ჰიუზი
„იუნაიტედს“ ფეხბურთელებს აქებდა, თავად სერ ალექსი თავის ფეხბურთელებს ტყავს აძრობდა:

„შედეგი კარგი იყო, რადგან გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშით სულაც არ ვარ კმაყოფილი. ჩემი ფეხბურთელები დუნედ იქცეოდნენ და ბევრი რამ შემთხვევით მოხდა. პირველ ტაიმზე საყვედური არ მეთქმის, ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ შესვენების შემდეგ ბურთის ფლობას ვუკელით და შეიძლებოდა დავსჯილიყავით“.

ამ შეხვედრაში, „ფულჰემის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა „ჩელსისგან“ ნაქირავებმა თავდამსხმელმა გაელ კაკუტამ. სწორედ კაკუტა გახლდათ პირველი ლონდონელი, რომელმაც მანჩესტერელთა მეკარე ტომაშ კუშჩაკს საჯარიმოს კიდიდან ოსტატობა შეუმოწმა. შემდეგ „იუნაიტედი“ პენალტს ითხოვდა - ნემანია ვიდიჩის დარტყმული დიკსონ ეტუჰუს თითქოსდა ხელში მოხვდა. პოლ სქოულზმა ბურთი რომ დაკარგა ბობი ზამორას მიეცა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ გამოჯანმრთელებულ ლონდონელს ხელი მოეცარა. სამაგიეროდ მოედნის მეორე ბოლოში დიმიტარ ბერბატოვმა იყოჩაღა. „ფულჰემის“ საჯარიმოს მისადგომებთან ნანიმ ჯერ შესანიშნავად ჩაადრიბლინგა, შემდეგ ანდერსონთან ეგრეთწოდებული კედელი გაათამაშა და ბოლოს მცირე ოფსაიდში მდომ ბულგარელს გადააწოდა. ბერბატოვის მიერ შორეულ დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი კარში შევარდა.

ნანი დიდებული იყო მეორე გოლის დრისაც - მეორე გოლიც პირველ ტაიმში გავიდა: ის მარცხენა ფრთიდან გაიჭრა, ნაჩქარევად შორს გამოვარდნილ მეკარე მარკ შვარცერს აჯობა და შორეულ ძელთან ანტონიო ვალენსიას დაასკუპა ბურთი თავზე...

„ჩელსის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ „უიგანთან“ შეხვედრაში დაინახა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩამდე თამაშის ხარისხი აქვს გამოსასწორებელი. „ჩელსიმ“ „უიგანს“ 1:0 მოუგო.

შეხვედრაში, რომელიც „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, სტუმრები ყრუ დაცვაში იდგნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში მაინც მოახერხეს გამარჯვების გოლის შეგდება. ეს ფლორან მალუდამ შეძლო. გოლი ასე გავიდა: დიდიე დროგბამ კუთხური ჩააწოდა, ფერნანდო ტორესმა მცველების ალყაში ახტომა და მეკარე ალი ალ ჰაბსისთვის ბურთის დაჭერაში ხელის შეშლა მოახერხა (ამ ეპიზოდში ათიდან ცხრა მსაჯი ესპანელს დააჯარიმებდა) მალუდამ კი გადმოვარდნილს დასცხო და ბადეში „შეტენა“.

მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ თქვა: „მანჩესტერში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ. წლეულს შარშანდელთან შედარებით გოლების გატანა გვიჭირს“.

ტორესმა კვლავ ვერ გაიტანა გოლი.

„დღეს თითოეულ ჩვენგანს უნდოდა, რომ მას ბოლოს და ბოლოს გოლი შეეგდო. სამწუხაროდ, ორიოდ ეპიზოდში ფერნანდოს იღბალმა კვლავ ზურგი აქცია. რა გაეწყობა, ჩვენ ვალდებული ვართ მისი ნდობა არ დავკარგოთ. იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს გაიტანს“.

„უიგანის“ თავკაცმა რობერტო მარტინესმა კი, რასაკვირველია, გოლის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება: „დღესავით ნათელია, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ტორესმა ჩვენს მეკარეს სახეში იდაყვი მიარტყა. მე მსაჯ ჰოვარდ ვებს დიდ პატივს ვცემ და მისგან ასეთი შეცდომის ნახვა გულდასაწყვეტი იყო. არადა, შეხვედრის მთავარი მომენტი სწორედ ეს იყო“.

იმავე ეპიზოდზე ლაპარაკისგან ანჩელოტიმ თავი შეიკავა. მან თქვა, რომ წინა ოთხშაბათს, „იუნაიტედთან“ შეხვედრაში, მის გუნდს აშკარა პენალტი არ დაარტყმევინეს და ამიტომ, მსაჯობაზე საერთოდ გაჩუმება უჯობს.

ამ შეხვედრაში საინტერესო კიდევ უგო როდალეგას საქციელი იყო. ის მარტინესმა 62-ე წუთზე შეცვალა, რამაც ფეხბურთელი გააბრაზა, თუმცა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ის მაინც შეაქო.
„ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი კმაყოფილი დარჩა არა მხოლოდ იმით, რომ მისმა გუნდმა „სტოკს“ 3:2 მოუგო, არამედ იმითიც, რომ ორი გოლით თავი პიტერ კრაუჩმა გამოიჩინა. კრაუჩს, მოგეხსენებათ, გასულ კვირაში დიდი კრიტიკა ერგო - მან მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის პირველივე ტაიმში მოახერხა ორი ყვითლის მიღება და მოედნის დატოვება. „სტოკთან“ შეხვედრაში მაღალ ფორვარდს გულშემატკივარი გაორებული შეხვდა - ნაწილმა „ბუუ“ შემოსძახა, ნაწილმა კი ტაში დაუკრა, მაგრამ სულ მალე „უაით ჰართ ლეინი“ ერთსულოვანი გახდა.

„დღეს კრაუჩმა და მთელმა გუნდმა ზუსტად ის გააკეთეს, რაც მინდოდა, რომ მადრიდული თამაშის შემდეგ გაეკეთებინათ. მეტსაც გეტყვით, დიდხანს ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა მეთამაშებინა თუ არა კრაუჩი. არ მინდოდა ის გაბრაზებული გულშემატკივრისთვის შემეჩეჩებინა“.

„ვულვზისა“ და „ევერტონის“ შეხვედრა სტუმრების შთამბეჭდავი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ვულვერჰემპტონის გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა დასჭირდება, ლივერპულელებმა კი გაზაფხულზე ერთი ჩაისუნთქეს და ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოსაპოვებლად შტურმს შეუდგნენ - „ევერტონს“ ზედიზედ 6 თამაშია არ წაუგია.

„ბოლტონმა“ „ვესტ ჰემს“ მოუგო 3:0. ორი გოლი „ჩელსისგან“ ნაქირავებმა 21 წლის დენიელ სტარიჯმა გაიტანა. დამარცხებულთა გაწამებულმა თავკაცმა ავრამ გრანტმა კი განაცხადა, რომ მის გუნდს გაჭირვების ჟამს ადრეც ბევრჯერ მოუკრებია ძალ-ღონე და იმედოვნებს, რომ ამჯერადაც ასე მოიქცევა.

იანვარში „ლივერპულიდან“ გაგდებულმა როი ჰოჯსონმა კი თავის ახალ გუნდ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ მორიგი ქულები მოაპოვებინა. სანდერლენდში 3:2 მოგების შემდეგ ჰოჯსონის ბიჭები გასავარდნთა ზონას მთელი 7 ქულით გასცდნენ. მწვრთნელმა, რომელმაც სამი წლის წინ ზუსტად ასე უშველა „ფულჰემს“ განაცხადა, რომ პრემიერლიგაში დასარჩენად მას 42 ქულა დასჭირდება.
„ორმოცდაორთან კი 39 გაცილებით ახლოსაა ვიდრე 32“ - დასძინა ჰოჯსონმა.

„ბლექბერნის“ თავკაცმა სტივ კინმა კი „ბირმინგემთან“ 1:1-ის შემდეგ დაიჩივლა, რომ მისმა ფეხბურთელებმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.

მეტად თვალსასეირო გამოდგა „ბლექპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრა, რომელშიც ყველა გოლი კონტრშეტევით გავიდა. უპირველეს ყოვლისა ამ თამაშთან დაკავშირებით ის უნდა აღინიშნოს, რომ „მეთოფეთა“ კარს „ნაფტალინიდან ამოღებული“ გერმანელი მეკარე იენს ლემანი იცავდა. წესით ჩრდილოლონდონელების კარში მანუელ ალმუნია უნდა მდგარიყო, მაგრამ ესპანელი ზედ თამაშის დაწყების წინ დაშავდა. ლემანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კარგად ითამაშა.

თამაშის მსვლელობისას როგორც ერთ ასევე მეორე კართან უამრავი საგოლე მომენტი შეიქმნა. ბრწყინვალე გახლდათ 10-15 წუთიანი მონაკვეთი შესვენების შემდეგ. ეს გახლდათ პერიოდი, როდესაც „ბლექპულმა“ დიდებული ფეხბურთი ითამაშა, სახელოვან სტუმარს ერთი გოლი გაუტანა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. იყო ერთი საპენალტე ეპიზოდიც, როდესაც შესანიშნავად მოთამაშე გერი ტეილორ-ფლეტჩერის წაქცევისთვის მსაჯს ხელის თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაშვერა შეეძლო. ცალკეულ ეპიზოდებში დიდებულად თამაშობდა „არსენალიც“. საინტერესო გახლდათ ის ამბავიც, რომ „მეთოფეთა“ პირველი ორი გოლი სამწუთიან მონაკვეთში აბუ დიაბიმ და ემანუელ ებუემ გაიტანეს - ამ ფეხბურთელებს გადამწყვეტ დარტყმებზე მეტად სხვა თვისებებით იცნობენ.

„ასტონ ვილამ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში „ნიუკასლს“ 5:0 მოუგო და გასავარდნთა ზონას 5 ქულით დაშორდა. არადა, თავიდან მომენტები ჯოი ბარტონს და ნილ რეინჯერს ჰქონდათ, მაგრამ შეხვედრის ერთადერტი გოლი საპირისპირო კარში გავიდა. გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა პიტერ ლოვენკრანდსსაც ჰქონდა.

მომდევნო ტური
16 აპრილი. ბირმინგემი-სანდერლენდი, ბლექპული-უიგანი, ევერტონი-ბლექბერნი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, ვესტ ჰემი-ასტონ ვილა.
17 აპრილი. არსენალი-ლივერპული.
19 აპრილი. ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი.


ვულვერჰემპტონი-ევერტონი 0:3
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ელოკობი, ფოული, ბერა, სტირმენი - გუედიურა (76. მილიაში), ჰენრი, ჯერვისი, ო’ჰარა - ებანკს-ბლეიკი (46. ნაითლი), ფლეტჩერი (82. ჰემილი)
ევერტონი (6-2-2): ჰოვარდი - ბეინესი, ჯეგიელკა, ჰიბერტი, ფ. ნევილი, ჰეიტინგა, დისტინი - ბელიალეტდინოვი (82. ფორშოუ), ოსმანი - გუეიე (64. ენიჩიბე), ბეკფორდი (73. ველიოსი)
გოლები: 0:1 ბეკფორდი (21), 0:2 ფ. ნევილი (39), 0:3 ბელიალეტდინოვი (45)
გაფრთხილება: ბელიალეტდინოვი (ევერტონი)
კუთხური: 13-6; ჯარიმა: 13-14; კარში დარტყმა: 11-9 (7-6); თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 28 352

ბლექბერნი-ბირმინგემი 1:1
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, ნილსენი (35. რობერტსი), სამბა, ოლსონი - ჰოილეტი (69. ემერტონი), დანი, ჯ. ჯონსი, ფ. ჯონსი, პედერსენი - სანტა კრუსი (63. ბენჯანი)
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რიჯუელი, რ. ჯონსონი (69. კ. დევისი), პენარბი - ლარსონი, ფერგიუსონი, გარდნერი, ბოიერი - ჯერომი, ფილიპსი
გოლები: 0:1 ბოიერი (32), 1:1 ჰოილეტი (45)
გაფრთხილება: ოლსონი, ჯ. ჯონსი - გარდნერი, ლარსონი, კარი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-10; კარში დარტყმა: 15-6 (5-5); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 28 426

ბოლტონი-ვესტ ჰემი 3:0
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, ნაითი, გ. კეჰილი, ალონსო - ელმანდერი, მუამბა, ლი (78. ტეილორი), მ. პეტროვი (79. როდრიგო) - კ. დევისი (82. კლასნიჩი), სტარიჯი
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - ტომკინსი, აპსონი (46. იაკობსენი), და კოსტა, ბრიჯი - ნობლი, პარკერი (76. სპექტორი), ჰიტცლშპერგერი - პიქვიონი (46. კ. კოული), კინი, ბა
გოლები: 1:0 სტარიჯი (14), 2:0 ლი (20), 3:0 სტარიჯი (51)
გაფრთხილება: გ. კეჰილი (ბოლტონი)
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 6-10; კარში დარტყმა: 23-14 (12-8); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 25 874

ჩელსი-უიგანი 1:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ფერეირა (75. ალექსი), ლუიზი, ივანოვიჩი, ე. კოული - რამირესი, მიკელი (46. ბენაიუნი), ლემპარდი - ანელკა (59. ტორესი), მალუდა, დროგბა
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი, უოტსონი, დიამე (85. მოზესი) - ნ’ზოგბია (62. დი სანტო), კლივერლი, როდალეგა (62. სემონი)
გოლები: 1:0 მალუდა (67)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 11-12; კარში დარტყმა: 21-11 (13-7); თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 40 734

მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-5-1): კუშჩაკი - ო’ში, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა - ვალენსია (73. ოუენი), გიბსონი, ანდერსონი (76. ფაბიო), სქოულზი, ნანი (87. ქერიკი) - ბერბატოვი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო - დემპსი, მერფი (82. გრინინგი), ეტუჰუ (67. გერა), კაკუტა - ზამორა, დემბელე (55. გუდიონსენი)
გოლები: 1:0 ბერბატოვი (12), 2:0 ვალენსია (32)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-8; კარში დარტყმა: 16-12 (12-5); თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 75 339

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 2:3
სანდერლენდი (4-4-2): მინოლე - ონუოჰა, მენსა (12. ა. ფერდინანდი, 78. სესენიონი), ტერნერი, ბერდსლი - ალ მუჰამადი, კეტერმოლი, რიჩარდსონი (46. ზენდენი), მოლბრანკი - უილბეკი, ასამოა
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): კერსონი - რიდი, ოლსონი, მეიტე, შორი - ბრანტი (78. მორისონი), მულუმბუ, შარნერი, ტომასი - კოქსი (85. ფორჩუნი), ოდემვინგე (90. ტამასი)
გოლები: 1:0 შორი (10 ს.კ.), 1:1 ოდემვინგე (28), 2:1 ბერდსლი (31), 2:2 მულუმბუ (54), 2:3 შარნერი (72)
გაფრთხილება: რიჩარდსონი, კეტერმოლი, ა. ფერდინანდი - ტამასი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-11; კარში დარტყმა: 7-12 (4-8); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 586

ტოტენჰემი-სტოკი 3:2
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, ქაბული, დოუსონი, ასუ-ეკოტო (89. გალასი) - მოდრიჩი, ჰადლსტოუნი, ვან დერ ვაარტი, ბეილი - კრაუჩი, პავლიუჩენკო
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილენი (76. უაიტჰედი), ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი - პენანტი (76. ფულერი), დილეპი (76. დიაო), უილსონი, ეზერინგტონი - კ. ჯონსი, უოლტერსი
გოლები: 1:0 კრაუჩი (11), 2:0 მოდრიჩი (18), 2:1 ეზერინგტონი (27), 3:1 კრაუჩი (34), 3:2 კ. ჯონსი (47)
გაფრთხილება: ჰადლსტოუნი - პენანტი, უილკინსონი, ეზერინგტონი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 9-10 (8-5); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 32 702

ბლექპული-არსენალი 1:3
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ბეპტისტი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი - პენჩიონი (87. კორნილენკო), ადამი, საუთერნი (82. ფილიპსი), ვერნი (60. რიდი) - ტეილორ-ფლეტჩერი, დი ჯეი კემპბელი
არსენალი (4-4-2): ლემანი - ებუე, კოშელნი, სკილაჩი, კლიში - ნასრი (81. გიბსი), დიაბი, უილშირი, არშავინი (61. უოლკოტი) - ფაბრეგასი (88. გიბსი), ვან პერსი
გოლები: 0:1 დიაბი (18), 0:2 დიაბი (21), 1:2 ტეილორ-ფლეტჩერი (52), 1:3 ვან პერსი (76)
გაფრთხილება: საუთერნი, კრეინი - დიაბი, უილშირი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-9; კარში დარტყმა: 12-16 (6-7); თამაშგარე: 4-5; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 16 030

ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:0
ასტონ ვილა (4-4-2): ფრიდელი - უოქერი (78. კუელარი), კოლინზი, ლ. იანგი, დანი - ე. იანგი, ს. პეტროვი, დაუნინგი, მაკუნი (67. რიო-კოკერი) - აგბონლაჰორი (86. პირესი), ბენტი
ნიუკასლი (5-3-2): ჰარპერი - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, ს. ტეილორი (63. რ. ტეილორი), სანჩესი - გათრი, ბარტონი, ხონასი - რეინჯერი (83. კუქი), ლოვენკრანდსი
გოლები: 1:0 კოლინზი (24)
გაფრთხილება: ს. პეტროვი - უილიამსონი, ბარტონი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-10; კარში დარტყმა: 13-6 (6-4); თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 37 090


1. მანჩესტერი 32 20 9 3 70-32 69
2. არსენალი 31 18 8 5 62-30 62
3. ჩელსი 31 17 7 7 55-25 58
4. სიტი 31 16 8 7 50-27 56
5. ტოტენჰემი 31 14 11 6 44-36 53
6. ლივერპული 31 13 6 12 42-38 45
7. ევერტონი 32 10 14 8 45-41 44
8. ბოლტონი 32 11 10 11 46-43 43
9. ნიუკასლი 32 10 9 13 48-47 39
10. ვესტ ბრომვიჩი 32 10 9 13 46-59 39
11. ფულჰემი 32 8 14 10 36-35 38
12. სტოკი 32 11 5 16 39-42 38
13. სანდერლენდი 32 9 11 12 35-45 38
16. ასტონ ვილა 32 9 10 13 40-53 37
14. ბლექბერნი 32 9 8 15 40-52 35
15. ბირმინგემი 31 7 14 10 31-43 35
17. ბლექპული 32 9 6 17 46-66 33
18. ვესტ ჰემი 32 7 11 14 38-56 32
19. ვულვზი 32 9 5 18 36-56 32
20. უიგანი 32 6 13 13 29-52 31

ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 13 - ბენტი (ასტონ ვილა); 12 - ვან პერსი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 11 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ქეროლი (ნიუკასლი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული