მარტინესი ტორესს აქებს

AutoSharing Option
შესაძლოა იმის ბრალია, რომ თანამემამულეები არიან, შესაძლოა ობიექტური მიზეზების გამო და შესაძლოა ორივე მიზეზით, „უიგანის“ თავკაცი რობერტო მარტინესი „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასულ და დღემდე ხელმოცარულ ფორვარდ ფერნანდო ტორესს აქებს. ბოლო ტურში, „ლურჯებმა“ სწორედ მარტინესის გუნდს მოუგეს. ტორესს ამ შეხვედრაში თავიდან არ უთამაშია, მოედანზე ბოლო ნახევარი საათით შევიდა და ისევ ვერ გაიტანა გოლი.

„კონტრაქტის ბოლოს ყველა აღიარებს, რომ ფერნანდო ტორესი „ჩელსისთვის“ დიდებული შენაძენი იყო. დღე მას უჭირს, რადგან მთელი მსოფლიო შეჰყურებს და ელის, რომ ის სასწაულებს ჩაიდენს. ჩვენთან შეხვედრაში ის დიდებულად გა
დაადგილდებოდა და გამოცდილებაზე დაყრდნობით თანაგუნდელებისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. მან მოახერხა ჩვენი მეკარის წინააღმდეგ წესი ისე დაერღვია, რომ „ჩელსის“ ერთადერთი გოლი გაეტანა. ასეთი გამოცდილი მოთამაშის შეძენა ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

რასაკვირველია, „ჩელსისთან“ თამაშის დროს ვიცოდით, რომ მხოლოდდამხოლოდ „უიგანი“ ვიყავით, მაგრამ მოდი ნუ დაგვიკარგავთ, რომ კარგად ვითამაშეთ და წაგებამაც გული დაგვწყვიტა“.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა რა მაგრად გვჭირდები, ჭანტო წამო გამოასწარი მაქედან როგორც კი ფეხზე დადგები. წამო სადმე სამხრეთისკენ, არ შეიძლება მაგ ხოკეისტურ ქვეყნებში თამაში.
ჩიორა
16:50 03-04-2018
4

სიახლეები პოპულარული