მტირალა - სახალისო ამბავი

AutoSharing Option
როგორი ხასიათის კაცია სერბი ფეხბურთელი ნემანია ვიდიჩი? ამ კითხვაზე ნებისმიერი გულშემატკივარი სხარტ პასუხს გაგცემთ: შეუვალი მცველი, რომლის წყალობითაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის დაცვა მტკიცედ იგერიებს მოწინააღმდეგეთა შეტევებს, ძლიერი ადამიანია!

მაგრამ, თურმე, სინამდვილეში სულ სხვანაირად ყოფილა საქმე. 29 წლის, 189 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრალური მცველი თავად აღიარებს, რომ... მტირალაა. მას რომანტიკულ ფილმ „რვეულზე“ ბევრი უქვითინია.

ვიდიჩმა თქვა: „ვიცი, რომ ჩემი თამაშის შემყურე ბევრს უგულო, მტკიცე ნერვების მქონე შეუვალი მებრძოლი ვგონივარ, მაგრამ ვაგლახ, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი გახლავართ. ცხოვრებაში ნებისმიერ სევდიან ამბავზე თვალი
მიცრემლდება. იყო ასეთი ფილმი, „რვეული“, რომელმაც ძალიან შემძრა. მარტო ვიჯექი სიბნელეში და ამბავმა ძლიერ ჩამითრია. კინაღამ ავქვითინდი... კინაღამ“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული