ულიეს ახალი საფრთხე

AutoSharing Option
„ასტონ ვილას“ ფრანგი თავკაცი ჟერარ ულიე ოთხშაბათ საღამოს სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის წინაშე დადგა. როგორც ჩანს, საავადმყოფოში „ლივერპულის“ ყოფილ თავკაცს უწამლეს, რადგან მეორე დღეს მას ბირმინგემული კლუბის აღმასრულებელი შეფი პოლ ფოლკნერი ელაპრაკა და თქვა, რომ მწვრთნელი თავს „დამაკმაყოფილებლად“ გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ათი წლის წინ, „ლივერპულში“ მუშაობის დროს, ფრანგმა სპეციალისტმა გულის რთული ოპერაცია გადაიტანა. უფრო ზუსტად, 2001 წელს, მერსისაიდელთა და „ლიდს იუნაიტედის“ შეხვედრის დროს მას მკერდის არეში ძლიერი ტკივილები მოეძალა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. მაშინ ულიემ ხუთი თვე
დაისვენა, რის მერეც მწვრთნელობას დაუბრუნდა.
დღეს ჟერარ ულიე 63 წლისაა. ხსენებული ორი ინგლისური გუნდის გარდა მას უმუშავია „ლიონში“, საფრანგეთის ნაკრებში, „პარი სენ ჟერმენსა“ და „ლანსში“.

ამბობენ, რომ ამჯერად, ულიეს საავადმყოფოში რამდენიმე დღით დატოვებენ, ხოლო „ასტონ ვილას“, შაბათს, მისი ასისტენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი უხელმძღვანელებს. 34-ე ტურში „ასტონ ვილა“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალისტ „სტოკ სიტის“ ხვდება.

მოგეხსენებათ, ჟერარ ულიეს მუშაობით „ასტონ ვილას“ ფანები უკმაყოფილონი იყვნენ და ერთი ხნის წინ მის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, ბოლო ხანს, გუნდის საქმეები გამოკეთდა და დღეისათვის“ „ვილა“ 4-0 ქულით მეათე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული