დავრჩები, სანამ ჯანმრთელი ვარ

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

"მე დიდებულ კლუბში ვმუშაობ. "მანჩესტერ იუნატედი" ყოველწლიურად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, რაც მწვრთნელისგან უდიდეს ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ეს ენერგია ჯერ კიდევ მაქვს. ასე რომ, აქ მანამდე დავრჩები, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს. 68 წლის ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

რაღა თქმა უნდა, ოდესმე წასვლის დროც დადგება, მაგრამ გაფიქრებაც კი არ მინდა, ეს როდის მოხდება. პენსიაზე გასვლას რამდენიმე წლის წინ ვაპირებდი, მაგრამ ეს მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. კარიერის დასრულება მაშინ ჩემმა ცოლმა გადამაფიქრებინა,
როგორც ჩანს, ჩემთან ერთად შინ გამუდმებით ყოფნა არ უნდოდა", - ამბობს ფერგიუსონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული