გუნდის ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით ძნელი სავარაუდოა, რომ “მამლებმა” უშუალო კონკურენტებთან, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულთან” გასვლით შეხვედრებში ქულა აიღონ და ევროსაგზურს ასე მაინც ჩაეჭიდონ. “სიტიმ” “გუდისონ პარკზე” თავისი თამაში წააგო. ამის მერე ლონდონელებს თითქოსდა ფრთები უნდა გამოსხმოდათ და სხვაობა შეემცირებინათ, მაგრამ ჰარი რედნაპის გუნდი საშინლად გაისარჯა. პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ მათ თითებზე ჩამოსათვლელი მომენტები
წარმოუდგენლად სუსტად თამაშობდა “ტოტენჰემის” დაცვაც, რომელმაც აუტსაიდერის თავდასხმას იმაზე მეტის უფლება მისცა, ვიდრე გულშემატკივრები წარმოიდგენდნენ. 75-ე და 76-ე წუთებზე მასპინძელთა კარში ორი პენალტი დაინიშნა. პირველად დოუსონმა ითამაშა ხელით, მაგრამ გუნდი გომეშმა გადაარჩინა, რამდენიმე წამში კი უკვე ბრაზილიელმა მეკარემ დასცა საკუთარ საჯარიმოში მეტოქე. პირველისგან განსხვავებით მეორედ ჩარლი ადამი ზუსტი იყო. ასე გაიხსნა ანგარიში. რედნაპის ბიჭებმა შეხვედრის გადარჩენა ბოლო წუთებზეღა შეძლეს. უფრო სწორად არა ბიჭებმა, არამედ ბიჭმა, ლაპარაკია ჯერმეინ დეფოზე, ვინც ფანტასტიკური შორეული დარტყმით შეძლო გატანა.
ზემოთ “გუდისონ პარკზე” გამართული შეხვედრა ვახსენეთ... ლივერპულში მანჩესტერელების ვიზიტს სეროზული ინტრიგა ახლდა. მოგების შემთხვევაში ხომ რობერტო მანჩინის გუნდი საბოლოოდ ინაღდებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
“ქალაქელებს” ის პრაქტიკულად ჯიბეში უდევთ, მაგრამ ხომ იცით, ეშმაკს არ სძინავს და ამას ჯერ ფაქტად ნუ გამოვაცხადებთ. “სიტიმ” კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ მეორეში იტალიელი ვიზავი აშკარად დაჩაგრა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა.
“ევერტონმა” ზედაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი. არტეტას პასით თავი ჯერ დისტენმა გამოიჩინა, შემდეგ კი ფილ ნევილის ჩაწოდება თავურით დააგვირგვინა ლეონ ოსმანმა. მართალია “ქალაქელებს” დრო საკმაოდ ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერაფერი დაუპირისპირეს მასპინძელთა წელში გამართულ თამაშს.
“ბოლტონს” ტრავმებისგან დასუსტებული “სანდერლენდი” ეწვია და მოულოდნელად მაინც გაიმარჯვა. სტივ ბრუსის შეგირდებმა მსაჯისგან კომპენსირებულ მე-3 წუთზე იხეირეს. გოლი შეცვლაზე შესულმა სალი მუნტარიმ გაიტანა, მაგრამ მოგვიანებით ის ზეტ ნაიტს ჩაუთვალეს ავტოლგოლად. “შავმა კატებმა” 44 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ გაინაღდეს პრემიერლიგაში დარჩენა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ალექს მაკლიშის “ბირმინგემზე”. შოტლანდიელმა სპეციალისტმა “ნიუკასლში” წააგო, რაც უპირველესად ლაიამ რიჯუელის ბრალია, ვინც არბიტრმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გააძევა. ათკაციანმა “ბირმინგემმა” კი უკვე ვეღარაფერი გააწყო მასპინძელთან.
საინტერესო დაპირისპირება შედგა “აპტონ პარკზე”, სადაც ბოლოადგილოსანმა “ვესტ ჰემმა” “ბლექბერნი” მიიღო. ავრამ გრანტის შეგირდები თითქმის 90 წუთის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და კარში თუ უბრალოდ კარის მიმართულებით ბევრსაც ურტყამდნენ, მაგრამ 65 წუთის განმავლობაში მაინც მდევრის როლში იყვნენ. მათი გადარჩენა გერმანელმა თომას ჰიტცლშპერგერმა ითავა.
კვირას ორი მნიშვნელოვანი მატჩი შედგა. პირველში “არსენალი” “სტოკ სიტის” შეება და შერცხვენილმა დატოვა მინდორი. მართალია, მათი საჩემპიონო შანსები ამ ტურამდეც ლამის ნულს უტოლდებოდა, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებში მათ ნამდვილად აღარაფერი ეჭყანებათ. ასეთი საშინელი თამაშით მათ მეოთხე ადგილზე დაქვეითების “შანსიც გაუჩნდათ.”
ბოლოს კი მივადექით ტურის და ალბათ ჩემპიონატის უმთავრეს დაპირისპირებასაც. “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ჩელსი” მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ ლონდონელებთან ლამის ომი გადაიხადა. პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “არისტოკრატებთან” განსხვავება 6 ქულაა. “ალისფერ ეშმაკებს” ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მე-19 ტიტულს ახლა 1 ქულაღა აშორებს. და ვის სჯერა, რომ “მანიუ” დარჩენილ მატჩებში ქულას ვერ აიღებს? ალბათ არავის. ჰოდა, ჩვენც წინასწარ ვულოცავთ ამ კლუბის ქართველ გულშემატკივრებს. სათაურში კი როგორც უკვე შეატყობდით, ჯერ კიდევ ვფრხილობთ.
ჩვენს პოზიციას იზიარებენ ინგლისელი ჟურნალისტებიც და თუკი ვებგვერდებს თვალს გადაავლებთ, შეამჩნევთ, რომ “ეშმაკებს” ისინიც პრაქტიკულად უკვე ჩემპიონებად აცხადებენ. არადა, ლონდონელებს თუნდაც 1:0 რომ მოეგოთ, ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით (ასეთ შემთხვევაში მათი უპირატესობა +2 იქნებოდა) პირველ ადგილზე ისინი გადადიოდნენ. მართალია ფრე ორივე გუნდს თავის ადგილზე დატოვებდა, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაშიც წაგებული ლონდონური კლუბი გამოდიოდა. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტრიგა ახლდა აღნიშნულ დაპირისპირებას.
შეხვედრა “მანიუმ” ისე დაიწყო, რომ ვიფიქრეთ, “ჩელსისგან” ქვას ქვაზე არ დატოვებდა. რჩებოდა შჭაბეჭდილება, რომ ორი კლასით ერთმანეთისგან ბევრად განსხვავებული გუნდი ასპარეზობდა. მანკუნიანელებმა შედეგი მალევე მიიღეს. “ჩიჩარიტომ” უკვე პირველ წუთზე შეძლო თავის გამოჩენა. სტუმართათვის პირველივე არაზუსტი პასი დამღუპველი აღმოჩნდა. ჟი სუნ პარკმა თანაგუნდელისგან გრძელი პასი მიიღო და საჯარიმოში მექსიკელს დაუგორა. ამ უკანასკნელმა დავიდ ლუიზს სისწრაფეში აჯობა და პეტრ ჩეხის ბადე შეარხია. მალევე შეეძლო ანგარიშის გაზრდა უეინ რუნის, მაგრამ მისი გასროლა ჩეხმა მოიგერია. იყო მომენტი, როცა მასპინძელთა უპირატესობა ბურთის ფლობაში 80%-ს აღწევდა. 30-ე წუთზე მანკუნიანელთა კოლოსალური ზეწოლა კიდევ ერთ ლოგიკურ გოლში აისახა. პარკის დარტყმა ჩეხმა კუთხურზე მოიგერია, რომლის გათამაშება ნემანია ვიდიჩმა თანამემაულე ბრანისლავ ივანოვიჩს მოუგო 2:0.
გულწრფელად ვამბობთ, ასეთი ფეხბურთი “ოლდ ტრეფორდზე” დიდი ხანია აღარ გვინახავს და თუკი სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა 28 მაისსაც ასე ითამაშეს, “ბარსასთან” მართლა კარგი შანსი ექნებათ. თუმცა “ბლაუგრანა” მისცემს თუ არა ამის უფლებას, ეს უკვე სხვა საქმეა. მოკლედ, შევეშვათ ფუჭ მსჯელობას და ლონდონურ ფინალს დაველოდოთ. დავუბრუნდეთ ამ მატჩს. ფერგიმ თავისი იტალიელი კოლეგა კარლო ანჩელოტი ტაქტიკურად დაჯაბნა. ეს თავად კარლეტომაც დაადასტურა, როცა შესვენებაზე ერთბაშად ორი ფეხბურთელი შეცვალა.
მეორე ტაიმიც მშვენიერი სანახავი იყო, მაგრამ “მანიუმ” აშკარად მოუკლო ტემპს და მეტოქეს თამაშის საშუალება მისცა. რითიც მათ მაინცდამაინც ვერ ისარგებლეს. იმასაც კი ვერ ვიხსენებთ მოუხდა თუ არა ედვინ ვან დერ სარს თუნდაც ერთი რთული ბურთის აღება. შექმნილი მომენტებიდან ერთადერთი აღსანიშნავი ის იყო, რომ ჰოვარდ ვებმა მასპინძლებს 100%-იანი პენალტი არ მისცა, როცა ვალენსიას ფლანგურ პასს ივანოვიჩმა ხელით შეუცვალა მიმართულება. ამას გარდა შეიძლება რუნისა და ერნანდესის მიერ გაფუჭებული საოცარი მომენტების გახსენებაც.
ვების საფინალო სასტვენის შემდეგ მინდორზე და ტრიბუნებზე რა ამბები დატრიალდებოდა, ამის წარმოდგენა უკვე თქვენთვის მოგვინდვია.
გამოტოვებული მატჩი:
10 მაისი: მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი
მომდევნო ტური:
14 მაისი: ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი , ბლეკპული-ბოლტონი, სანდერლენდი-ვულვზი, ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი.
15 მაისი: ჩელსი-ნიუკასლი, არსენალი-ასტონ ვილა, ბირმინგემი-ფულჰემი, ლივერპული-ტოტენჰემი, უიგანი-ვესტ ჰემი.
17 მაისი: მანჩესტერ სიტი-სტოკ სიტი.
ასტონ ვილა-უიგანი 1:1
ასტონ ვილა: ფრიდელი - უოლკერი, კოლინზი, დანი, ლ. იანგი - დაუნინგი, რეო-კოკერი, ს. პეტროვი, ე. იანგი - ბენტი, ჰესკი (ოლბრაიტონი 46)
უიგანი: ალ ჰაბსი - ალკარასი, ბოისი, კოლდუელი, ფიგეროა - კლივერლი, მაკარტი, ბ. უოტსონი, როდალიეგა - ნ’ზოგბია (დი სანტო 68), მოზესი (მაკარტური 82)
გოლები: ნზოგბია10 (0:1), ე. იანგი 17 (1:1)
გაფრთხილება: ჰესკი, ე. იანგი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 6-12; კარში დარტყმა: 11 (5) - 8 (2); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 36 293
ტოტენჰემი-ბლეკპული 1:1
ტოტენჰემი: გომეში - კაბული, გალასი, დოუსონი, ბეილი (კრაუჩი 64) - ვან დერ ვაარტი, მოდრიჩი, სანდრო, როუზი (კრანჩარი 90) - პავლუჩენკო (ლენონი 46), დეფო
ბლეკპული: ჰილკსი - კრეინი, ერდლი (ჯ. ბიტი 90), ევატი, ბაპტიშტი - საუთერნი, ვონი, ადამი, კორნილენკო (პანჩეონი 46) - ტეილორ-ფლეტჩერი (კეთკარტი 78), დ. კემპბელი
გოლები: ადამი 76 (0:1), დეფო 89 (1:1)
აცილებული პენალტი: ადამი 75
გაფრთხილება: გალასი, დოუსონი, ლენონი - ერდლი, კორნილენკო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 8-13 კარში დარტყმა: 24 (6)- 16 (6) - 8 (2); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 35 585
ვულვზი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
ვულვზი: ჰენესი - ფოლი, კრედოკი, მანსიენი, ელოკობი - გედიურა (ჯერვისი 75), ჰენრი, ო’ჰარა (სტირმენი 80), ჰანტი - უორდი, ს. ფლეტჩერი (ებანს-ბლეიკი 84)
ვესტ ბრომვიჩი: კარსონი - გ. ხარა (ფორჩუნი 68), ა. მეიტე, ოლსონი, შორი - ს. ჩოიი, ჯ. მორისონი, მულუმბუ ტომასი (კ. ველა 83) - კოკსი (მილერი 78), ოდემვინგიე
გოლები: 1:0 ფლეტჩერი (15), 2:0 გედიურა (28), 3:0 ფლეტჩერი (47), 3:1 ოდემვინგიე (3:1)
გაფრთხილება: გედიურა, კრედოკი, ჰენრი - მულუმბუ
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 10-8 კარში დარტყმა: 14 (7) - 15 (4) - 8 (2); თამაშგარე: 5-2; ბურთის ფლობა: 45%-55%
ბოლტონი-სანდერლენდი 1:2
ბოლტონი: იასკელაინენი - ნაითი, გ. კეჰილი, პ. რობინსონი, სტეინსონი - მუამბა (გარდნერი 46), მ. ტეილორი (კლასნიჩი 76), ჩუნ იონგი (როდრიგო 76), კ. დევისი - ელმანდერი, სტარიჯი
სანდერლენდი: მინიოლე - მენსა, ა. ფერდინანდი, ფ. ბერდსლი, ონუოჰა - ზენდენი, კოლბეკი, სესინიონი, მალბრანკი (მუნტარი 82) - ჰენდერსონი, ალ-მუჰამადი
გოლები: ზენდენი 45 (0:1), კლასნიჩი 87 (1:1), ნაითი 90 ს.კ (1:2)
გაფრთხილება: კ. დევისი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-12; კარში დარტყმა: 20 (4)-10 (4); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 28 985
ვესტ ჰემი-ბლექბერნი 1:1
ვესტ ჰემი: გრინი - იაკობსენი (ჯ. კოლისონი 64), და კოშტა, გებიდონი, ბრიჯი - სპექტორი, ჰიტცლშპერგერი, ბოა მორტე (კინი 54), სირსი (პიკიონი 64) - დემბა ბა, კ. კოული
ბლექბერნი: პ. რობინსონი - სამბა, ჟივე, ოლსონი, ემერტონი - ნზონზი, ჯ. ჯონსი, გამსტ-პედერსენი, მ.ბ. დიუფი (როჩინა 90) - ჰოილეტი (კ. ენდრიუსი 70) რობერტსი (სანტა კრუსი 69)
გოლები: რობერტსი 13 (0:1), ჰიტცლშპერგერი 78 (1:1)
გაფრთხილება: და კოშტა, ბოა მორტე, სპექტორი -
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 9-17; კარში დარტყმა: 26 (5)-10 (3); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 33 789
ევერტონი-მანჩესტერ სიტი 2:1
ევერტონი: ჰოვარდი - ჰიბერტი (ბეკფორდი 46), დისტენი, ბეინსი, ჰეიტინგა - ჟაგიელკა, არტეტა, ფ. ნევილი, ოსმანი, რიჯუელი (ტ. კეჰილი 64) - ანიჩებე (ს. კოულმენი 87)
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, საბალეტა (ბალოტელი 81), კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - ნ. დე იონგი (ჟო 90), ვიეირა (ა. ჯონსონი 78), მილნერი, იაია ტურე, დავიდ სილვა - ჯეკო
გოლები: იაია ტურე 28 (0:1) დისტენი 65 (1:1) ოსმანი 72 (2:1)
გაფრთხილება: ფ. ნევილი, როდუელი, ოსმანი, ს. კოულმენი - კომპანი, კოლაროვი
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 16-16; კარში დარტყმა: 11 (4)-12 (3); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 37 351
სტოკ სიტი-არსენალი 3:1
სტოკ სიტი: ბეგოვიჩი - ჰუთი (ფაიე 51), შოუკროსი, უილკინსონი, უილსონი - უაითჰედი, უილანი, დელაპი - პენანტი (პიუ 73), ჯონსი (დიაო 84), უოლტერსი
არსენალი: შესნი - კოშელნი, ჯურუ, გიბსი, სანია - უილშირი, სონგი (როსიცკი 80), რემსი (შამახი 46) არშავინი (ბენდტნერი 46) - უოლკოტი, ვან პერსი
გოლები: 1:0 კ ჯონსი (28) 2:0 პენანტი (40) 2:1 ვან პერსი (81) 3:1 უოლტერსი (82)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 7-11; კარში დარტყმა: 12 (5)-18 (3); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 26%-74%
გაფრთხილება: პენანტი - ბენდტნერი, უილშირი
მაყურებელი: 28383
ნიუკასლი-ბირმინგემი 2:1
ნიუკასლი: კრული - დ. სიმპსონი, ს. ტეილორი, კოლიჩინი, ხოსე ენრიკე - ჯ. ბარტონი, კ. ნოლანი, ტიოტე, გუტიერესი - ლოვენკრანდსი (რეინჯერი 71), ამეობი
ბირმინგემი: ფოსტერი - კარი, ირანეკი, რ. ჯონსონი, ლ რიჯუელი - ს. ლარსონი, ბ ფერგიუსონი, ბოუიერი, ჟ. ბოსეჟური - კ. ფეჰი (დერბიშირი 77), ჯერომი
გოლები: ამეობი 36 (1:0), ტეილორი 43 (2:0), ბოუიერი 45 (21:)
გაფრთხილება: ტიოტე - ბოუიერი, ირანეკი, ჯერომი, ს. ლარსონი
გაძევება: რიჯუელი 36
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 11-13; კარში დარტყმა: 21(10)-6 (1); თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 47 409
მანჩესტერი-ჩელსი 2:1 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერი: ვან დერ სარი - ფაბიო (სმოლინგი 88), ვიდიჩი, ფერდინანდი, ოში (ევანსი 46), გიგზი, ქერიკი, პარკი, ვალენსია - ერნანდესი, რუნი
ჩელსი: ჩეხი - ტერი, ლუიზი (ალექსი 46), ე. კოული, ივანოვიჩი - ობი მიკელი (რამირესი 46), ლემპარდი, ესიენი, მალუდა - დროგბა, კალუ (ტორესი 62)
გოლები: 1:0 ერნანდესი (1), 2:0 ვიდიჩი (24) 2:1 ლემპარდი (68)
გაფრთხილება: რუნი - ივანოვიჩი, ესიენი, რამირესი, დროგბა
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-16; კარში დარტყმა: 13(5)-20(7); თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 76212
ფოტო: ვიდიჩი და ერნანდესი
წარწერა: ნემანია ვიდიჩმა და ხავიერ ერნანდესმა მანჩესტერ იუნაიტედი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ინგლისურ კლუბად აქციეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერ იუნ. 36 22 10 4 73-34 76
2. ჩელსი 36 21 7 8 67-30 70
3. არსენალი 36 19 10 7 69-39 67
4. მანჩესტერ სიტი 35 18 8 9 54-33 62
5. ტოტენჰემი 35 14 14 7 51-44 56
6. ლივერპული 35 16 7 12 54-39 55
7. ევერტონი 36 12 15 9 50-44 51
8. სტოკ სიტი 36 13 7 16 46:44 46
9. ბოლტონი 36 12 10 14 49-50 46
10. ფულჰემი 35 10 15 10 43-36 45
11. ნიუკასლი 36 11 11 14 51-52 44
12. სანდერლენდი 36 11 11 14 41-53 44
13. ვესტ ბრომვიჩი 35 11 10 14 51-65 43
14. ასტონ ვილა 36 10 12 14 45-58 42
15. ბლექბერნი 36 10 9 17 42-56 39
16. ბირმინგემი 36 8 15 13 36-54 39
17. ბლეკპული 36 9 9 18 49-71 36
18. უიგანი 36 7 15 14 36-59 36
19. ვულვზი 35 9 7 19 38-61 34
20. ვესტ ჰემი 36 7 12 17 41-64 33
ბომბარდირები: ბერბატოვი (მანჩესტერ იუნ) - 21; ტევესი (მანჩესტერ სიტი); ვან პერსი (არსენალი) ბენტი (სანდერლენდი) - 15-15; ოდემვინგიე (ვესტ ბრომვიჩი) - 14, ე. ქეროლი (ლივერპული) მალუდა (ჩელსი) - 13-13.
ინგლისი. ჩემპიონშიპი. XXXXVI ტური
ბარნსლი-მილუოლი 1:0
გოლი: 1:0 ნოუბლ-ლაზარუსი (60)
ბრისტოლი-ჰალ სიტი 3:0
გოლები: 1:0 სტიდი (3), 2:0 პიტმენი (2:0), 3:0 კემპბელ-რაისი (56)
ბარნლი-კარდიფი 1:1
გოლები: 1:0 როდრიგესი (13), 1:1 ბელამი (90)
კრისტ. პალასი-ნოტინგემი 0:3
გოლები: 0:1 მოქსი (24), 0:2 ტუდგეი (70), 0:3 მაკგოლდრიკი (80)
ლესტერი-იპსვიჩი 4:2
გოლები: 1:0 ე. კინგი (26), 42 იაკუბუ (2:0), 45 აბე (3:0), 69 ლიდბიტერი (3:1) პენ, 3:2 უიკჰემი (70), 72 დ. კამარა (4:2)
მიდლსბრო-დონკასტერი 3:0
გოლები: 1:0 რობსონი (43), 2:0 ლიტა (66), 3:0 რიჩი (90)
ნორვიჩი-ქოვენთრი 2:2
გოლები: 0:1 კეგი (54), 1:1 ჰოლტი (56), 2:1 პაჩეკო (62), 2:2 იუტკევიჩი (64)
პრესტონი-უოტფორდი 3:1
გოლები: 0:1 ვაიმანი (13), 1:1 ნიკოლსონი (28), 2:1 ჰიუმი (56), 3:1 პროქტორი (88)
ქუინზ პარკი-ლიდსი 1:2
გოლები: 1:0 ჰელგუსონი (1), 1:1 გრედელი (38), 1:2 მაკორმაკი (68)
რედინგი-დერბი 2:1
გოლები: 1:0 ი. ჰარტი (24) პენ, 1:1 ვორდი (1:1), 2:1 რობსონ-კანუ (72)
სკანთორპი-პორსმუთი 1:1
გოლები: 1:0 ნუნიესი (27), 1:1 (81) ნაჯენტი (1:1)
სუონსი-შეფილდი 4:0
გოლები: 1:0 დობი (30), 2:0 სინკლერი (55) პენ, 3:0 დობი (60), 4:0 ბრიტონი (90)
დღეს:
ფულჰემი-ლივერპული 23:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. ქუინზ პარკი 46 24 16 6 71-32 88
2. ნორვიჩი 46 23 15 8 83-58 84
3. სუონსი 46 24 8 14 69-42 80
4. კარდიფი 46 23 11 12 76-54 80
5. რედინგი 46 20 17 9 77-51 77
6. ნოტინგემი 46 20 15 11 69-50 75
7. ლიდსი 46 19 15 12 81-70 72
8. ბარნლი 46 18 14 14 65-61 68
9. მილუოლი 46 18 13 15 62-48 67
10. ლესტერი 46 19 10 17 76-71 67
11. ჰალ სიტი 46 16 17 13 52-51 65
12. მიდლსბრო 46 17 11 18 68-68 62
13. იპსვიჩი 46 18 8 20 62-68 62
14. უოტფორდი 46 16 13 17 77-71 61
15. ბრისტოლი 46 17 9 20 62-65 60
16. პორტსმუთი 46 15 13 18 53-60 58
17. ბარნსლი 46 14 14 18 55-66 56
18. ქოვენთრი 46 14 13 19 54-58 55
19. დერბი 46 13 10 23 58-71 49
20. კრის. პალასი 46 12 12 22 44-69 48
21. დონკასტერიF46 11 15 20 55-81 48
22. პრესტონიE46 10 12 24 54-79 42
23. შეფილდ იუნ 46 11 9 26 44-79 42
24. სკანტორპი 46 12 6 28 43-87 42
ბომბარდირები: დ. გრემი (უოტფორდი) - 23, შ ლონგი (რედინგი) - 22, გ ჰოლტი (ნორვიჩი) - 21, ლ. ბეკო (ლიდსი), ს სინკლერი (სუონსი), მ.ა. გრედელი (ლიდსი), ა. ტაარაბტი (ქუინზ პარკი) - 19-19.