მერსონმა, რომელიც ვენგერის ხელმძღვანელობით 1996-97 წლებში თამაშობდა, თქვა: „პერიოდულად, მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ჩვენ მივდიოდით ისლინგტონში მდებარე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც მკლავში ნემსს გვიკეთებდნენ. მართალი გითხრათ, არასდროს მიკითხავს, რა ნივთიერება შეჰყავდათ ჩვენს ორგანიზმში. როდესაც მწვრთნელს ენდობი, ყველაფერს
მერსონი ამბობს, რომ იმხანად ის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეტანებოდა და, ამდენად, ერთი ნივთიერებითით მეტისა თუ ნაკლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
„რას ამბობთ, რასაც იმ წლებში საკუთარ თავს ვუკეთებდი, სხვა რამეს როგორ უნდა შევეშინებინე“?
კიდევ, მერსონი ჰყვება, რომ ყოველ დილით, ვერჯიშის წინ, ფეხბურთელებს ფორთოხლის წვენსა და კრეატინს აძლევდნენ. კრეატინი ენერგიის მოსამატებელი საშუალებაა.
ტერი კარლოსკენ არის
„ჩელსის“ 30 წლის კაპიტანმა ჯონ ტერიმ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დაუჭირა მხარი -ინგლისელი ვეტერანი დასავლეთლონდონური კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩს სთხოვს, იტალიელი თანამდებობაზე დატოვოს. მოგეხსენებათ, „ჩელსი“ ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, რამაც გააძლიერა ხმები თითქოს აბრამოვიჩი ანჩელოტის შეცვლას უპირებს.
ტერი ამბობს: „მე მას ვენდობი და სრულად ვუჭერ მხარს. ძალიან მიყვარს კარლო. მან პირველივე სეზონში ორი ჯილდო მოგვაგებინა. წლეულს? წლეულს ტრავმება და სეზონის წინ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვამ ითამაშა ცუდი როლი. როდესაც „ჩელსის“ მოურინიო წვრთნიდა, მის განკარგულებაში ბევრი ფეხბურთელი იყო. დღეს ასე აღარ არის და ეს ნაკლია“.
მიკას იმედი
„მანჩესტერ სიტის“ 22 წლის მცველის, მიკა რიჩარდსის თქმით, მის გუნდს შესწევს საიმისო ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შედეგი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს. შეგახსენებთ, რომ „დეზებმა“, მიმდინარე გათამაშებაში, მეოთხედფინალს მიაღწიეს, სადაც მადრიდის „რეალს“ ვეღარ გაუძლეს.
დღეს, როდესაც პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურია დარჩენილი, „სიტის“ მეოთხე ადგილი გარანტირებული აქვს. ისტლენდელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ „ტოტენჰემს“ აჯობეს 1:0 და ჩემპიონთა ლიგის სამომავლო გათამაშებაში ადგილი დაიბევეს. მოგეხსენებათ, „სიტის“ მეპატრონეებს დიდძალი ფული აქვთ და, სავარაუდოდ, ზაფხულში გუნდს ახალი ვარსკვლავებით გააძლიერებენ. რიჩარდსს, რომელსაც კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლოს გაუდის, იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ხელშეკრულების დადებას შესთავაზებენ. მან თქვა:
„ჩემპიონთა ლიგის თამაშები უხვად მინახავს. ვუყურებდი „სფურზს“, რომელიც ამ რთულ შეჯიბრებაში შესანიშნავად გამოვიდა და მეოთხედფინალსაც კი მიაღწია, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ჩვენც შეგვიძლია არანაკლებ ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში გავძლიერდებით. ახალი ფეხბურთელი ყველა კლუბს სჭირდება. ჩვენც ასე ვართ. მუდმივად ვცდილობთ ყველა პოზიციაზე უკეთესი მოთამაშე მოვიყვანოთ.
ჩვენ ძველებური „სიტი“ აღარ ვართ, სულელურ შეცდომებს რომ უშვებდა და შედეგებს ვერ აღწევდა. ყოველ წელიწადს წინ ვდგამთ ნაბიჯს. გასულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დავიკავეთ, ახლა კი მეოთხეზე ვართ. მომავალ სეზონში დღევანდელ მიღწევებზე დაყრდნობით კიდევ უფრო წინ წასვლას შევეცდებით.
ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და დღეს, როდესაც ნატვრა ამიხდა, ბედნიერი ვარ. საკუთარ თავს ვჩქმეტ რომ შევამოწმო, ეს ყველაფერი მესიზმრება თუ არა. ერთი სული მაქვს როდის შევეჯიბრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებსა და ფეხბურთელებს“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, მაგრამ თუ ისტლენდელები შეძლებენ და დარჩენილ ორ ტურში მესამე ადგილიდან „არსენალს“ ჩამოაგდებენ, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ამოჰყოფენ თავს.
„სიტის“ ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ფეხბურთელებს კი არ ზრდის, არამედ ყიდულობს. ამასთან დაკავშირებით რიჩარდსი ამბობს:
„კარგად ვიცით რასაც ამბობენ ჩვენზე. ისინი ფულის ხარჯვას გვსაყვედურობენ, მაგრამ შეგვხედეთ - ეს მეთოდი შედეგიანია. და კიდევ, არ დაუჯეროთ, როდესაც გაიგებთ, თითქოს „მანჩესტერ სიტიში“ გუნდური სულისკვეთება მოისუსტებს“.