რამდენადაც გაზეთ "სანისთვის" გახდა ცნობილი, პრემიერლიგამ თავადაც ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ მის შეფს ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ "ფულჰემი" ვერაფრით შეგუებია კრაუჩის ცხვირწინ აწაპვნის ფაქტს და სასამართლოში ჩივის. ლონდონელები ამტკიცებენ, რომ ისინი "პორტსმუთთან" უკვე იყვნენ 11 მილიონად გარიგებული, თუმცა, მერე საქმეში რიჩარდსი ჩაერია და
"ფულჰემში ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ კრაუჩი უკვე მათი ფეხბურთელი იყო. როდესაც გაიგეს, რომ თავდამსხმელი ორი მილიონით იაფად "ტოტენჰემში" გაიყიდა, თვალებს არ უჯერებდნენ".
"კრეივენ კოტეჯზე" ეჭვი არ ეპარებათ, რომ "პორტსმუთმა", რომელიც ამ ამბიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაკოტრდა და მართვაში ადმინისტრატორებს გადაეცა, 2 მილიონზე უარი დეივ რიჩარდსის ჩარევის გამო თქვა. თუმცა, შეიძლება საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: განა გამორიცხულია, რომ "პორთსმუთს" ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა და "ფულჰემის" ნაწილ-ნაწილ ჩარიცხულს "ტოტენჰემის" ერთბაშად გადახდილი ამჯობინა?
მაგრამ, დასავლეთ ლონდონში ამტკიცებენ, ეს ასე არ იყო, რადგან გასული წლის ივლისში "პორტსმუთი" არაბ ბიზნესმენ სულეიმან ალ ფაჰიმს ახალი ნაყიდი ჰქონდა. "ფულჰემი" მრავალმნიშვნელოვნად იმასაც ამტკიცებს, რომ სწორედ იმ დღეებში რიჩარდსი ალ ფაჰიმს პირადად შეხვდა და პრემიერლიგის კლუბის მეპატრონეთათვის სავალდებულო წესები გააცნო. ამ ბრალდებებზე პრემიერლიგის პრეს-მდივანმა განაცხადა: "ვინაიდან საკითხი სასამართლომ უნდა გაარჩიოს, ჩვენ მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებთ".
დამატებითი კომენტარისგან თავი "ფულჰემმაც" შეიკავა.