კინგმა ჭკუა ისწავლა

AutoSharing Option
მარლონ კინგი ციხიდან გამოვიდა და გუნდს ეძებს - ეს ცნობა მისმა აგენტმა გაავრცელა. გეხსომებათ, რომ "უიგანისა" და "უოტფორდის" ყოფილმა თავდამსხმელმა 18 თვე საპატიმროში სექსუალური აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გაატარა. ბედის ირონია ის გახლავთ, რომ ფეხბურთელმა 20 წლის ქალს ხელი იმ წვეულებაზე გაარტყა, რომელზეც თავისი ცოლის ფეხმძიმობას ზეიმობდა... იმხანად "უიგანს" იგი "ჰალში" ჰყავდა გაქირავებული. დანაშაული კინგმა 2008 წლის დეკემბერში ჩაიდინა, განაჩენი კი 2009 წლის ოქტომბერში გამოუტანეს.

აგენტი ტონი ფინეგანი: "ისევე როგორც ყველას, ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში მასაც აქვს მუშაობის უფლბა. მარლონ
კინგმა სასჯელი უკვე მოიხადა, ხოლო როდესაც ადამიანი დანაშაულის ადექვატურ სასჯელის მოიხდის, მერე რაღა უფლება გაქვს ცხოვრება შეუზღუდო? რა ქნას კინგმა, ციხეში შებრუნდეს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხი ამბობს, ეგ გამოსაშვები არც იყოო? მე მარლონ კინგის აგენტი ვარ, მას დიდი ხანია ვიცნობ და მასთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. კინგს ბრიტანული სამართლის ვალი აღარ აქვს და სრული უფლება აქვს სადმე მოეწყოს. უპირველეს ყოვლისა იმ კლუბებს დავივლი, რომელთაც ადრე უნდოდათ ჩემი კლიენტის შეძენა".

ზემოთ აგენტმა ახსენა ხალხი, რომელიც ამბობს, რომ კინგს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ უნდა აუკრძალო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთი რამ თქვა "უიგანის" ყოფილი მეპატრონე დეივ უილანი გახლდათ, თუმცა ახლა, როდესაც ფეხბურთელმა სასჯელი მოიხადა, უილანი როგორც ჩანს მოლბა:

"მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დღეს კინგი ციხიდან გამოვიდა და ვიმედოვნებ, რომ თავისი საქციელი გააანალიზა. ჩემი მხრივ მისთვის ყველაფერი მიპატიებია და ფეხბურთში წარმატებით დაბრუნებასაც ვუსურვებ".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული