დენილსონი გარბის

AutoSharing Option
„არსენალის“ 23 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, დენილსონმა თქვა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა. კვირას, „არსენალს“ „ფულჰემთან“ აქვს სეზონის ბოლო თამაში, რომლის დამთავრების შემდეგაც დენილსონი სამშობლოში მიფრინავს. მან თქვა, რომ „მეთოფეთა“ წარუმატებლობების გაძლება აღარ შეუძლია.

„გასული სეზონი ჩემს კარიერაში უარესი იყო. მეტის გაძლება აღარ შემიძლია. მე ამბიციური კაცი ვარ, ლონდონში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, აქ კი უკვე ხუთი წელიწადია ვარ და ერთი ჯილდოც კი არ მომიპოვებია. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, ამიტომ, დროა თავს ვუშველო.

გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება უცბად, ცხელ გულზე მივიღე. ამ
ნაბიჯზე დიდხანს ვფიქრობდი და დარჩენას წასვლა რვა თვის წინ ვამჯობინე. მომბეზრდა სტადიონიდან შინ უგუნებუდ დაბრუნება. თუმცა, დღემდე არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ჩემი განცხადებით გუნდზე თუნდაც ოდნავი უარყოფითი ზეგავლენა მომეხდინა. არსენ ვენგერს კი შევხვდი და და ველაპარაკე. ის ჩემს გაშვებას დაყაბულდა.

ვიცი, ბევრი იფიქრებს, რომ გავგიჟდი. „არსენალი“ ხომ დიდი კლუბია, დიდებული ორგანიზაციით, გამორჩეული მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. დიახ, „არსენალში“ თავს კარგადაც ვგრძნობდი, მაგრამ ცხოვრება თავის პირობებს აყენებს. ვიცი, ჩემი ნაბიჯი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც არის, არის. ამ ნაბიჯს ვდგამ.

სად გადავალ? დაბეჯითებით გეტყვით, რომ „ჩელსიში“ არ დავბრუნდები, „მანჩესტერ სიტიში“ არ გადავალ და „არსენალის“ მთავარ მოქიშპე „ტოტენჰემს“ არავითარ შემთხვევაში არ შევეკვრები. იქნებ, ესპანეთში ან იტალიაში წავიდე“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული