საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა მწვრთნელსა და აღმასრულებელ დირექტორ გარი კუკს შორის. მუბარაქი „სიტის“ ადმინისტრატორ ბრაიან მერვუდსაც გაუბრაზებია. მერვუდს უთქვამს, რომ გუნდს სასაწრაფო პროფილაქტიკა სჭირდება, არადა ლაპარაკია „მანჩესტერ სიტიზე“, რომელმაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო და პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა.
მანჩინი ჩივის, რომ ზაფხულის სატრანსფერო აქტივობასთან დაკავშირებით მის შეხედულებებს არც კუკი იზიარებს და არც მერვუდი. მოგეხსენებათ,