ინგლისის ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ ბივენმა თქვა, რომ იტალიელის გაგდებამ „პირში ცუდი გემო დასტოვა“.
„ბატონ აბრამოვიჩს მრჩეველების კარგად შერჩევა სჭირდება, რადგან თავად „ჩელსის“ ძალიან ცუდად ხელმძღვანელობს. ასეთი მუშაობა ფეხბურთს აზარალებს. ყველაფერი, რაც მან კარლოს გაუკეთა ადასტურებს, რომ ამ კაცს კლასი აკლია“ - თქვა ბივენმა.