საოცარი პარკინგი

AutoSharing Option
გაგიკვირდებათ, რომ გაიგებთ: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელთაგან ინტერნეტით ყველაზე მეტი წერილი მისდის არა უეინ რუნის ან ხავიერ ერნანდესს, არამედ 30 წლის კორეელ ჯი-სუნ პარკს. თუმცა, ინტერნეტს ვინ ჩივის, როდესაც პარკს ფოსტით კიდევ უფრო მეტი რამ მისდის. ფოსტალიონები შეკვრებისა და ფუთების მიტანას ვერ აუდიან. თავად ფეხბურთელი ამ უცნაურ ამბავს ასე ხსნის:

„ძალიან ბევრ რამეს სამშობლოდან, სამხრეთ კორეიდან მიგზავნიდან. რას არ ვიღებ, ტანსაცმლით დაწყებული საჭმლით და კანფეტებით დამთავრებული. იყო დრო, როდესაც ფულსაც კი მიგზავნიდნენ. იცით, ჩვენთან, კორეაში, ფულის ნიშნები შეიცვალა და ხალხმა ახალი
ბანკნოტების გამოგზავნა დაიწყო, ინგლისში მცხოვრებს ჩვენი ქვეყნის ვალუტა რომ არ მომკლებოდა. ალბათ, ბევრი შიშობდა, რომ ევროპაში გადასახლებულს სამშობლო დამავიწყდებოდა“.

ჯი-სუნ პარკი აზიაში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეაში საოცრად პოპულარულია. იქ ქუჩაში მშვიდად ვერ გადის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მის დანახვაზე გოგოები წივიან და ჯგუფებად სასდევენ. საქმე ის გახლავთ, რომ „იუნაიტედი“ აზიაში ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარული გუნდი იყო და მის შემადგენლობაში მათი ფეხბურთელის გამოჩენამ შესაბამისი შედეგი მოიტანა კიდეც.

პარკი განაგრძობს: „ასეთი პოპულარობის გაძლება ძალიან ძნელია. ჩვენთან, აზიაში, ცოტა სხვა კულტურაა, იქ ფეხბურთელები მეტისმეტად
უყვართ და ემოციას თავშეუკავებლად გამოხატავენ. მანჩესტერის ქუჩაში სიარული გაცილებით იოლია, ვიდრე სეულის ქუჩაში.

რასაკვირველია, ცნობილი რომ ვარ ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვეულებრივ ცხოვრებაზეც ვოცნებობ. თუმცა, რას ვიზამ, მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე ვარ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვერსად გავექცევი“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული