პირში მთქმელი პირსი

AutoSharing Option
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი სტიუარტ პირსი "არსენალის" მწვრთნელ არსენ ვენგერზე გაბრაზდა. მოგეხსენებათ, ვენგერის დაჟინების შედეგად პირსმა 19 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი დანიაში დანიშნულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ წაიყვანა.

პირსმა რიტორიკული შეკითხვა დასვა: კი მაგრამ, თუ ვენგერი უილშირის ჯანმრთელობას ასე უფრთხილდებოდა და ეჭვი ჰქონდა, რომ გადაღლის გამო ფეხბურთელი შეიძლებოდა დაშავებულიყო, თავად რატომ ათამაშებდა პრემიერლიგის შეხვედრებში?

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში "არსენალმა" ბიჭი ერთი წამით არ დაასვენა, არადა, უილშირის პარამეტრები მეტყველებდა, რომ მოთამაშის ორგანიზმი გადაღლილი იყო და ეს ყველაფერი შეიძლებოდა დღე დღეზე ტრავმით დასრულებულიყო".

პირსის აღშფოთება გასაკვირი არც არის. მას ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე "მანჩესტერ სიტის" მცველი მიკა რიჩარდსიც დაუშავდა - რიჩარდსმა ორთავა კუნთი იტკინა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული