ბეილის მუდარა

AutoSharing Option
21 წლის უელსელი მარცხენაფლანგელი გარეთ ბეილი მწვრთნელ ჰარი რედნაპს სთხოვს, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ არ წავიდეს — მოგეხსენებათ, ბოლოხანს დაირხა ხმები, რომ რედნაპი „ჩელსისი“ გადადის კარლო ანჩელოტის თანამდებობის დასაკავებლად.

მოგეხსენებათ, ბეილი პრემიერლიგის ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან თქვა:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ მე მსურს რედნაპი „სფურზში“ დარჩეს. რაც მე „უაით ჰართ ლეინზე“ ვარ გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა, რომელთა შორის საუკეთესო რედნაპი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სტაბილურად ათამაშდა. ჩვენ მის სტილს მივეჩვიეთ. ვიცით, როგორ უძღვება საქმეს, როგორი ფეხბურთის თამაშს გვთხოვს და ასე
გაგრძელება გვინდა. ჩვენს კლუბში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მისი წასვლა გაახარებს. იმედი მაქვს, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ყველა ღონეს იხმარს, რათა მწვრთნელი სხვაგან არ გადავიდეს“.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემის“ დატოვებას მარტო რედნაპს კი არა, თავად ბეილსაც უქადიან, თუმცა უელსელი ასე ამბობს:

„სახლი 15 წლისამ დავტოვე. მახსოვს, მაშინ გვარიანად შეშინებული ვიყავი, მაგრამ დღეს, თუ უცხოეთში მომიწევს გადასვლა, ნამდვილად აღარაფრის შემეშინდება. ამბობენ, რომ ჩემი ყიდვა „ბარსელონას“ უნდა. „ბარსელონა“ მართლაც დიდებულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მე ლონდონშიც შესანიშნავად ბგრძნობ თავს. მთელი ყურადღება „ტოტენჰემის“ მიზნებზე მაქვს მობილიზებული და ძალიან მსოამოვნებს ის ფეხბურთი, რომელსაც აქ ვთამაშობ. მე ჯერ 21 წლის ვარ და ფეხბურთის თამაშს ვსწავლობ. უცხოეთში წასვლას და ძალების მოსინჯვას კი ყოველთვის მოვასწრებ“.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არ უნდა წაეგო. ენდოს გაუმართლა!
aburjga
16:26 16-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული