აიღე გაზიდან ფეხი!

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემს მაისის დასაწყისში, ამერიკაში ავარია მოუვიდა, ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ 36 წლის ინგლისელ ვარსკვლავს თავისი „კადილაკი“ ზედმეტად ჩქარა მიჰყავდა. ეს ამბავი გამოძიებამ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაადგინა.

როგორც საინფორმაციო საიტი თMძ იტყობინება, „ლოს ანჯელეს გელექსის“ ნახევარმცველს მანქანა მართლაც დაუდევრად და სიჩქარის გადაჭარბებით მიჰყავდა. ავარია სან დიეგოს ტრასაზე მოხდა. ბექჰემი გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.

ვარსკვლავს მანქანაში 12 წლის ვაჟი ბრუკლინი ეჯდა. ბავშვს არაფერი დაშავებია. არც თავად ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს დამართნია რამე, აი, გაჩერებული მანქანის მძღოლი კი საავადმყოფოში მიიყვანეს. ცნობისათვის:
ავარიისთვის დევიდ ბექჰემი არც დაუსჯიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული