ოუენმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი იმაზე საუბრობს, თუ რამ განაპირობა მისი ეს არჩევანი.

"ორი წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეკითხა, გინდა თუ არა მწვრთნელობაო, აუცილებლად უარყოფითად ვუპასუხებდი. ახლა კი 80 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ ამ საქმეს მოვკიდებ ხელს. მწვრთნელობა მაშინ გადავწყვიტე, როცა "ნიუკასლში" ყოფნისას ტრავმირებული ვიყავი და თამაშებს ტრიბუნიდან ვუყურებდი. სწორედ ასეთ დროს აანალიზებ ფეხბურთელთა მოქმედებას, ფიქრობ ტაქტიკაზე და ფეხბურთს სულ სხვა კუთხიდან ხედავ", - ამბობს მაიკლ ოუენი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული