კარლომ ფული აიღო

AutoSharing Option
„ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პრემიერლიგაში ერთი წლის განმავლობაში ვეღარ იმუშავებს. მიზეზი: იტალიელმა დასავლეთლონდონელებს საკომპენსაციო თანხა, 6 მილიონი ფუნტი გამოართვა. „ლურჯებს“ არ უნდოდათ ანჩელოტის მათი რომელიმე კონკურენტი რომ ჩაებარებინა და ამიტომაც ჩაუწერეს ხელშეკრულებაში, რომ კლუბის მხრიდან მისი კონტრაქტის გამოსყიდვის შემთხვევაში, ის ინგლისს მთელი წლით უნდა გასცლოდა. ზუსტად ასე იყო 2007 წელს ჟოზე მოურინიოს ამბავიც.

ანჩელოტიმ, რომელიც რომან აბრამოვიჩმა სამსახურიდან სეზონს დასრულების შემდეგ გაუშვა, უარი თქვა „ასტონ ვილას“ წინადადებაზე. იტალიელმა მაშინვე განმარტა, 12 თვით ფეხბურთისგან დასვენება მჭირდებაო.

სხვათაშორის, მას „რომაც“ ეპატიჟებოდა,
მაგრამ, როგორც ინგლისური გაზეთები წერენ, „მილანის“ ყოფილ თავკაცს გულში პრემიერლიგა ჩაუვარდა.

რაც შეეხებათ „ლურჯებს“, მათ ანჩელოტის ნაცვლად თურქეთის ნაკრების თავკაცის, ჰოლანდიელი გუს ჰიდიკნის მიწვევა ჯერ კიდევ იანვარში უნდოდათ. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჰიდინკი „ჩელსის“ 2009 წელს, რამდენიმე თვით, უკვე ედგა სათავეში. მაშინ ის რუსეთის ნაკრების მწვრთნელი იყო და მოსკოვში ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობის ნება დართეს. აბრამოვიჩს ახლაც იმავეს გამეორება სურდა, მაგრამ ანკარამ შორს დაიჭირა, ასე რომ, ჰიდინკის „ჩელსიში“ წაყვანის ერთადერთი ვარიანტი მისი თურქთაგან სრულად გამოსყიდვაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული