დანის ტრიალი

AutoSharing Option
„სტოკ სიტი“ „ბირმინგემს“ 24 წლის სკოტ დანის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტს სთავაზობს და ძალიან ჩქარობს, რადგან შიშობს, რომ „ლურჯებს“ ცენტრალური მცველის საყიდლად მათი ყოფილი მწვრთნელი, „ასტონ ვილაში“ გაქცეული ალექს მაკლიშიც მიადგება.

12 მილიონი დანისთვის გვარიანი ფულია, მაგრამ როგორც გითხარით, სტოკელთა თავკაც ტონი პულისს ეჩქარება.

აღსანიშნავია, რომ დანის გადაბირება „ლივერპულსაც“ უნდა, მაგრამ მერსისაიდელთა მწვრთნელ კენი დალგლიშს მის ძალიან მაღალ ოსტატობაში ცოტა ეჭვიც ეპარება. კიდევ, წერენ, რომ თუ პულისი დანს იყიდის, 23 წლის რაიან შოუკროსის სარფიანად გასაყიდად გაეხსნება ხელ-ფეხი. შოუკროსი „მანჩესტერ იუნაიტედის“
აღზრდილია და 2006-08 წლებში ამ გუნდში ირიცხებოდა კიდეც, მაგრამ ძირითადში არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული