10:36 04-08-2010
პოულსენს ლივერპული იწვევს
AutoSharing Option
"იუვენტუსმა" "ლივერპულს" დანიელ ნახევარმცველ კრისტიან პოულსენთან მოლაპარაკებების წამოწყების ნება დართო. ტურინულმა კლუბმა პოულსენთან განშორება იმიტომ გადაწყვიტა, რომ "იუვეს" ახალი დამრიგებელი ლუიჯი დელ ნერი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს ვერ ხედავს. სამაგიეროდ, პოულსენს აფასებს "ლივერპულის" ახალი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი. 2000-01 წლების სეზონში ისინი ერთად მუშაობდნენ "კოპენჰაგენში". "ლივერპული" და პოულსენი ერთმანეთთან ჯერ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ის თანხმა, რასაც მერსისაიდელები მის სანაცვლოდ გადაიხდიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული