„ევერტონი“ იმედიანადაა - ლივერპულის კლუბის ხელმძღვანელები წარმატებით აგრძელებენ მოლაპარაკებას 23 წლის ბელგიელ ნახევარმცველ მარუან ფელაინისთან. დიდი შანსია ფელაინი მომავალშიც „გუდისონ პარკზე“ დარჩეს.
კონტრაქტის თანახმად ფელაინის „ევერტონთან“ კიდევ ორი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ მერსისაიდში უკვე მსჯელობენ მის მომავალზე. აქ, ამ ფეხბურთელთან განშორება ორი წლის შემდეგაც კი არ სურთ.