ეშმაკი დე ხეა

AutoSharing Option
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა მადრიდის “ატლეტიკოდან” უნიჭიერესი მეკარის, 20 წლის დავიდ დე ხეას ტრანსფერი. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთან “ეშმაკებმა” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. კონკრეტული თანხა, რომელიც მანკუნიანელებმა მადრიდელებს გადაუხადეს, არ სახელდება, თუმცა ესპანური ვებგვერდები ერთხმად წერენ, რომ დავიდის შეძენა მათ 20 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მეკარე მანჩესტერის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებდა. მას მერე 48 საათიც არ გასულა
და თავის მხრივ კლუბებმა უკვე ერთმანეთშიც მოილაპარაკეს.

“თავს ძალზე ამაყად ვგრძნობ და უკვე ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სეზონი. მაშინ, როცა შენი სამსახურით ისეთი დიდი კლუბი ინტერესდება, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”, თავს უკვე გრძნობ ბედნიერად. ჩემთვის ამ კლუბის წევრობა უფრო მეტი მოტივაციის წყარო იქნება. ამიერიდან უფრო მეტს ვიშრომებ, რათა ყველაფერი ვაჩვენო, რაც შემიძლია. ეს უზარმაზარი პრივილეგიაა და მე მინდა, რომ ჩემი თავი აქ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო,” – აცხადებს დავიდ დე ხეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული