გაელის და უეინის ამბავი

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტი“ იმედოვნებს, რომ „არსენალიდან“ ფრანგ მარცხენა მცველს, 25 წლის გაელ კლიშის ხუთშაბათამდე გადაიბირებს. ხუთშაბათი იმიტომ ვახსენეთ, რომ ისტლენდელები სწორედ ამ დღეს იწყებენ ვარჯიშსა და ახალი სეზონისთვის მზადებას.

კლიშის „სიტიში“ გადასვლა, თავის მხრივ, კიდევ ერთ ტრანსფერს გამოიწვევს. სავარაუდოდ, გუნდიდან წავა 30 წლის უეინ ბრიჯი, რომლის ყიდვა ძალიან უნდა „ნიუკასლ იუნაიტედს“. უეინ ბრიჯიც მარცხენა მცველია, რომელიც 2011 წლის იანვარში ისტლენდელებმა „ვესტ ჰემს“ მიაქირავეს. „ჩექუჩების“ მაისურით, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ბრიჯმა თვრამეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული