სტადიონის ამბავი

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის სტადიონს რომ აშენებენ, ყველამ ვიცით და ისიც ყველას მოგვეხსენება, რომ ამ სტადიონის მომავალზე დიდი ბრძოლა იყო გამართული.

საბოლოოდ, ნაგებობა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ ერგო, მაგრამ აი, ბოლო ცნობებიც: ორ ჩინოვნიკს მექრთამეობაში სდებენ ბრალს. ამ ორიდან ერთი გახლავთ იან ტომკინსი „ვესტ ჰემის“ დირექტორი. შეგახსენებთ, რომ „ჩექუჩებმა“ სტადიონისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ აჯობეს - სარბიელი, რომლის მშენებლობაც 486 მილიონი ფუნტი დაჯდა, ოლიმპიური თამაშების შემდეგ მათი იქნება.

და რა დააშავა ტომკინსმა? ეტყობა, თავის საყვარელს, დონი ნაითს ქრთამი მისცა - 20 000
ფუნტი. ქალბატონი ნაითი „ოლიმპიკ პარკ ლეგასი კომპანის“ კორპორატიული სამსახურის დირექტორი გახლავთ და ვის ერგებოდა სტადიონი, „ვესტ ჰემს“ თუ „ტოტენჰემს“ მნიშვნელოვნად იყო მასზე დამოკიდებული.

მექრთამეობის ამბავი რომ გახმაურდა, როგორც „ვესტ ჰემმა“, ასევე ზემოხსენებულმა კომპანიამ სასტიკად შეიცხადეს და საქმის გამოძიებას საკუთარი ძალებით შეუდგნენ.

„ოლიმპიკ პარკ ლეგასი კომპანის“ დირექტორატმა „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის უმჯობესი ხმათა ასეთი თანაფარდობით აირჩია - 14:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული