"ლივერპული": ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
„ლივერპულს“ პირველი გუნდის ახალი მწვრთნელი ჰყავს. ეს გახლავთ 44 წლის კევინ კინი. მან მერსისაიდელებთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუშინ შეუდგა მუშაობას. მისი უშუალო მეწყვილე სტივ კლარკი იქნება. კინსა და კლარკს ერთად „ვესტ ჰემში“ უმუშავიათ.

კინმა „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთ მწვრთნელად ცხრა წელიწადი იმუშავა და სამჯერ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებამაც კი მოუწია. „ლივერპულის“ თავკაცმა, კენი დალგლიშმა ბრძანა:

„ძალიან მიხარია, რომ კევინი სტივთან ერთად პირველ გუნდს გაწვრთნის. მათ ერთად „ვესტ ჰემში“ უმუშავიათ. სტივი კევინზე საუკეთესო აზრისაა. მასზე, როგორც ჩინებულ მწვრთნელზე მრავალი სხვა
ადამიანისგანაც მსმენია“.

ფეხბურთელობის წლებში კევინ კინს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია. ის თამაშობდა „უაიკომბში“, „ვესტ ჰემში“, „ვულვერჰემპტონში“, „სტოკსა“ და „მაკლსფილდ თაუნში“. მწვრთნელად კი ცოტა ხანი „მაკლსფილდში“ იყო, მერე კი „ვესტ ჰემში“ დამკვიდრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატოა სისულელე აქ არწერია არც მთავარი გუნდის მწვრთნელზე აქ პირველ გუნდზეა საუბარი თან მთავარი მწვრთნელი არსად წერია რიგირთი მწვრთნელი იგულისხმება
bacho_10
02:19 07-07-2011
0
რა ს ი ს უ ლ ე ლ ე ა ! ! ! ამხელა ტყუილს რატო წერენ გაზეთში : ||
lfclfc
18:46 06-07-2011
0

სიახლეები პოპულარული