"სიტი" და სავიჩი დამეგობრდნენ

AutoSharing Option
“მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელგრადის “პარტიზანიდან” ჩერნოგორიის ნაკრების ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი გადაიბირა.

“ქალაქელებმა” ფეხბურთელში 10 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. გასულ წელს ფეხბურთელი გასინჯვაზე “არსენალში” იყო, მაგრამ არსენ ვენგერის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტეფანმა დიდი პროგრესი განიცადა და “სიტიმ” ის ყოველგვარი სინჯების გარეშე ჩარიცხა თავის რიგებში. მან განსაკუთრებული შთაბეჭდილება ინგლისელებზე “უემბლიზე” ინგლისი-ჩერნოგორიის შეხვედრაში დატოვა. ბოლო დღეებში ეს ისტლენდელების მეორე შენაძენია გაელ კლიშის შემდეგ.

“მუდმივად ვუყურებდი პრემიერლიგის მატჩების ტრანსლაციებს ტელევიზიით და ვიცი, რასაც წარმოადგენს ეს ჩემპიონატი. ასე რომ,
დიდი იმედი მაქვს, გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები. დიდებულ არენაზე გვიწევს ასპარეზობა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ერთგული გულშემატკივრები იკრიბებიან. უკვე ვითამაშე შონ-რაიტ ფილიპსის წინააღმდეგ სანაკრებო შეხვედრაში.

ის წარმოუდგენლად მოხერხებულ ფეხბურთელად მომეჩვენა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ რომ ერთი წლის შემდეგ მისი თანაგუნდელი გავხდებოდი. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ერთი სული მაქვს როდის მომიწევს ასეთ ფანტასტიკურ მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობა. ჩემი ოცნება ახდა: ედინ ჯეკოსთან და ალექსანდრ კოლაროვთან ერთად მომიწევს თამაში,” - განაცხადა სტეფან სავიჩმა.

ინგლისური პრესაში აქა-იქ დაიწერა, რომ კლიშისა და სავიჩის ტრანსფერების შემდეგ “სიტი” შეიძლება უფრო იოლად დათანხმდეს “ბაიერნში” ჟერომ ბოატენგის გაყიდვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული