"ტოტენჰემი" - რეის რჩევები

AutoSharing Option
რეი უილკინსმა თქვა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპური“ დროს ტყუილად ხარჯავს. „ჩელსის“ მწვრთნელის ყოფილ ასისტენტს მიაჩნია, რომ „დეზებისთვის“ 25 წლის ხორვატის, ლუკა მოდრიჩის ლონდონში დაკავებაზე ძალ-ღონის შელევა ჭკვიანური საქციელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი გასულ კვირაში „ტოტენჰემის“ თავმჯდომარე დენიელ ლივის შეხვდა. ამ სეხვედრაზე ლივიმ ფეხბურთელს კატეგორიულად გამოუცხადა, რომ სხვაგან გადასვლაზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს. ხორვატს გონება უილკინსის ყოფილმა გუნდმა, „ჩელსიმ“ აურია, როდესაც კვირაში 150 ათას ფუნტს დაპირდა. ამასთან, „სფურზისგან“ განსხვავებით, „ლურჯები“ ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ. დასავლეთ ლონდონელები ჩრდილოელ თანაქალაქელებს მოდრიჩის სანაცვლოდ
22 მილიონ ფუნტს ჰპირდებიან, თუმცა ჩრდილოელები ჯიუტობენ.

უილკინსმა თქვა: „მართალია, აქამდე „ჩელსი“ სატრანსფერო ბაზარზე მაინცდამაინც არ აქტიურობდა, მაგრამ, ვფიქრობ, სულ ცოტა ხანში „ლურჯები“ ძალიან დიდი ხმაურით გამოჩნდებიან, და რამდენიმე სახელგანთქმულ ვარსკვლავს გადაიბირებენ. ძალიან მეეჭვება „ტოტენჰემმა“ მოდრიჩის „უაით ჰართ ლეინზე“ დატოვება მოახერხოს. ნახავთ, რამხელა თანხებზე დაიწყება ლაპარაკი“.

უილკინსი დარწმუნებულია, რომ ხორვატი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და მასში გადახდილ ოცდაორივე მილიონს აანაზღაურებს.

„მოდრიჩი საოცრად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ფეხბურთი ჩვეულებრივი სამსახურია და როგორც ყველა სფეროში, აქაც, სადაც ადამიანს უკეთეს გასამრჯელოს ჰპირდებიან, იქით მიიწევს. მოდრიჩმა და გარეთ ბეილმა გასულ სეზონში პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა გაალამაზეს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული