შეგახსენებთ, რომ 30 წლის რობინსონისთვის ნაკრებში გამოძახება სულაც არ არის უცხო ხილი. ის ეროვნულ გუნდში პირველად 2003 წელს მოხვდა და მას მერე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რობინსონი სულაც ინგლისელთა მთავარი გოლკიპერი გახლდათ, მაგრამ მოგვიანებით ფანებმა ევრო 2008-ის შესარჩევში ხორვატებთან სტუმრად წაგებული მატჩისას დაშვებული უხეში შეცდომა (ბურთის მოგერიება სურდა, მაგრამ ფეხი
მას მერე, რაც ინგლისის ნაკრებს სათავეში კაპელო ჩაუდგა, ახალმა მწვრთნელმა "ბლექბერნის" კარის მცველი ორჯერ გამოიძახა, ერთხელ 2009 წელს, მეორედ კი 2010-ში. პირველად იყო თამაში ყაზახეთთან, მეორედ - ანდორასთან. თუმცა, გამოძახება გამოძახებად რჩებოდა, მოედანზე გასვლა კი რობინსონს არ ეღირსა. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატიც მოახლოვდა და კაპელომ მას დევიდ ჯეიმსი, რობერტ გრინი და ჯო ჰარტი ამჯობინა.
და აი, მწვრთნელს კიდევ ერთხელ გაახსენდა "ლიდს იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი, თუმცა მან ისარგებლა მომენტით და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ნაკრებში თამაში აღარ აინტერესებს:
"გადაწყვეტილების მიღებისა და საჯაროდ გამოცხადების საშუალება მხოლოდ ახლა მომეცა, - თქვა მან, - რადგან აქამდე გუნდში არ მიძახებდნენ. როგორც ყველა პროფესიონალს მეც მინდოდა ფეხბურთის თამაშის ნებისმიერი შანსი გამომეყენებინა. მესამე და მეოთხე მეკარეობას ვერასდროს ვეგუებოდი და ვერც ახლა შევეგუები. ფეხბურთში იმიტომ არ ვარ, რომ მესამე ან მეოთხე ნომერი ვიყო. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ როგორც ჩემთვის ასევე "ბლექბერნისთვის" აჯობებს მთლიანად საკლუბო ფეხბურთზე გადავერთო. ინგლისის ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ".
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში განაცხადეს, რომ ნაკრებიდან წასული რობინსონის ნაცვლად მესამე მეკარის გამოძახების აუცილებლობას არ ხედავენ.