ვუდგეიტის კარიერა გრძელდება

AutoSharing Option
როგორ ფიზიკურ ფორმაშიც უნდა იყოს 31 წლის ჯონათან ვუდგეიტი, ის, რომ ძალიან მაღალი კლასის მცველია, ფაქტია - „სტოკ სიტის“ მწვრთნელი ტონი პულისი იმედოვნებს, რომ ვეტერანს ტრავმებთან გამუდმებული ბრძოლა ფეხბურთის თამაშისთვის თავს ჯერჯერობით არ დაანებებინებს.

ასაკოვანი და ტრავმებით დატანჯული ფეხბურთელებისთვის ინგლისში დიდებული ფორმულა არსებობს: გადაგიხდი, როგორც ითამაშებ. ასეთი მიდგომის დახმარებით „ტოტენჰემიდან“ გაშვებულმა მცველმა იქნებ რამდენიმე წელიწადი კიდევ დაჰყოს მოედანზე.

ის თანხები რომ შევკრიბოთ, რაც ამ მცველში სხვადასხვა დროს გადაუხდიათ, 37,4 მილიონი ფუნტი გამოგვივა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვუდგეიტს საქმე ისე წაუვიდა, რომ
მეტწილად ექიმებთან იჯდა - სამ სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 49 შეხვედრა ჩაატარა.

„იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ჯანმრთელად ვიქნები - თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც ახალ გუნდში პირველი შეხვედრის ჩატარება 14 აგვისტოს „ჩელსის“ წინააღმდეგ მოუწევს. მან განაგრძო: „ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს. როდესაც ტონი პულისმა „სტოკში“ გადასვლა შემომთავაზა, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. იმედი მაქვს სტოკელი ექიმების მხარდაჭერით ჩემი კარიერა კარგად გაგრძელდება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული