დაბრუნება ჯოჯოხეთში

AutoSharing Option
27 წლის ტოგოელი თავდამსხმელი, ემანუელ ადებაიორი გატყდა - ორშაბათს ის „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდება და ვარჯიშს შეუდგება. სხვა საქმეა, რომ მანუს აზრი არ შეუცვლია და კვლავაც სწამს, რომ ისტლენდელები ცუდად მოექცნენ.

როდესაც შეიტყო, რომ „სიტიმ“ პირველ გუნდთან ერთად ამერიკაში, სეზონისწინა შეკრებაზე არ წაიყვანა, ადებაიორი შეურაცხყოფილი დარჩა. გარდა ამისა, ფორვარდი იმანაც გააბრაზა, რომ მას გუნდის რომელიმე ხელმძღვანელი კი არ დაუკავშირდა, არამედ კლუბში მომუშავე მდივანმა ქალმა გაუგზავნა მეილი. სხვა სიტყვებით, მისთვის პირ
დაპირ არავის უთქვამს, რომ ის „მანჩესტერ სიტის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ არის და ამიერიდან რეზერვისტებთან ერთად უნდა უვარჯიშოს.

„არც კი ვიცი რა დავაშავე, - თქვა ადებაიორმა, - შვებულებაში ვიყავი, როდესაც მეილით გავიგე, რომ ტურნეში არ მივყავდით და მეორე გუნდის მოთამაშე ვხდებოდი. კი ბატონო, მივალ ბაზაზე და ვივარჯიშებ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ განრისხებული ემანუელ ადებაიორი თავიდან ამბობდა, რომ „სიტის“ ბაზაზე აღარ ივლიდა, რადგან, თუკი, გუნდთან ერთად აღარ ათამაშებდნენ მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა ინდივიდუალურ ვარჯიშებს სად ჩაატარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული