თილისმის სიკვდილი

AutoSharing Option
საბერძნეთის კურორტ ზანტეზე ადგილობრივმა ტაქსისტმა დანის გულში დარტყმით 18 წლის ყმაწვილი, რობერტ სიბეჯი მოკლა.

ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ერთ დროს ინგლისის ნაკრების თილისმა იყო - 2007 წელს, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის წინ ის „უემბლის“ მოედანზე კაპიტან დევიდ ბექჰემს ახლდა.

აღსანიშნავია, რომ ყმაწვილი, რომელიც კუჭ-ნაწლავის სერიოზულ დაავადებას მკურნალობდა, საბერძნეთში მეგობრებთან ერთად იყო წასული. როგორც ჩანს, ახალგაზრდებმა ადგილობრივ ტაქსის მძღოლს გაღიზიანება დაუწყეს (სავარაუდოდ ლაზერის შუქს უმიზნებდნენ და რაღაც ესროლეს კიდეც), რამაც მძღოლი არაადექვატური გახადა, მან დანა ამოიღო და ბიჭებს დაერია. რობერტ
სიბეჯი გარდაიცვალა, მისი მეგობრები კი დაიჭრენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული